უნაზესი ხაჭოს პეროგი: სადღესასწაულოდ და მორიგი ჩაის სმისთვისაც

4246

შინაური ნამცხვრების მოყვარულები ხშირად იყენებენ ხაჭოს და ეს გასაკვირიც არაა, რადგან სასარგებლოცაა და გემრიელიც. დღეს „გასტრონომიას“ რედაქცია შემოგთავაზებთ სწრაფად მოსამზადებელი უგემრიელესი პეროგის რეცეპტს ხაჭოს ფენით. ასეთი დესერტი სადღესასწაულო სუფრისთვისაც გამოდგება და ყოველდღიურადაც. შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში, გარგრის ჩირი, ალუბალი ან შოკოლადის ფერადი დრაჟე.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ხაჭო
  • 4 კვერცხი
  • 9 ს.კ. შაქარი
  • 9 ს.კ. ზეთი
  • 9 ს.კ. რძე
  • 12 ს.კ. ფქვილი
  • ცუკატები გემოვნებით
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
  • ვანილის ექსტრაქტი გემოვნებით

მომზადება

1. ათქვიფეთ 2კვერცხი და მარილი მანამ სანამ მასა თეთრი არ გახდება.

2. დაამატეთ შაქარი, ვანილის ესენცია, 9 ს.კ. ზეთი და რძე. დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და მოზილეთ არაჟანზე სქელი კონსისტენციის ცომი.

3. დააფინეთ საცხობ ფორმას პერგამენტი, დაასხით ნახევარი ცომი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.

4. გაცერით ხაჭო, დაამატეთ 1 ჩ.კ. შაქარი, 2 კვერცხი, ცუკატები, კარგად ათქვიფეთ. თუ ხაჭო მშრალია, დაამატეთ 1 ს.კ. არაჟანი.

5. გამოიღეთ ფირფიტა, წაუსვით ხაჭოს კრემი, ზემოდან დაასხით დარჩენილი ცომი. კვლავ შედგით ღუმელში 30 წუთით.

მზა პეროგი მორთეთ შაქრის პუდრით ან ათქვეფილი ნაღებით. გემრიელად მიირთვით!