იმერული ხაჭაპურის სწორად მომზადების ტექნოლოგია

4949

ნამდვილი იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგენანოთ ყველი. მისი შესანიშნავი გემოს საიდუმლოც სწორედ ეს არის – ბევრი ყველი!

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი – 1 კგ
  • სოდა – 1/2 ჩაის კოვზი
  • წყალი – 0,5 ლ
  • ყველი – 600 გ
  • კვერცხი 1 ცალი

მომზადების წესი:

  1. ხორბლის ფქვილში ავურიოთ სოდა.
  2. ფქვილი ჩავაღრმავოთ  შუაში, ჩავასხათ ოდნავ მარილიანი, ნელ-თბილი წყალიდა მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი.
  3. შევფუთოთ და დაახლოებით 1 სთ დავდგათ თბილ ადგილას.
  4. გამზადებული ცომი გავანაწილოთ სასურველი ზომის გუნდებად.
  5. გუნდა გავაბრტყელოთ, შუაში დავაყაროთ დაფხვნილი იმერული ყველი (სასურველია ჭყინტი ყველი ცოტა მარილით), მოვუკრათ პირი, ისევ გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ უცხიმო ტაფაზე.
  6. როცა ერთი მხარე გამოცხვება, გადავაბრუნოთ და ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული.
  7. თუ ხაჭაპურს ვაცხობთ ღუმელში, გამოღების წინ 1-2 წუთით ადრე ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული. ოდნავ რომ შეწითლდება ხაჭაპური მზადაა.

თქვენ რომელ ხაჭაპურს უფრო ხშირად აცხობთ მეგრულს თუ იმერულს?