როგორ მოვამზადოთ ლოკოკინის ფორმის ფუნთუშები ხაჭოთი

1193

მრგვალი ფუნთუშა საუკეთესო დანამატია საღამოს ჩაისთან მისართმევად. თუმცა ყველას სურს, რომ ის დილისთვისაც ისეთივე ახალი და გემრიელი დარჩეს როგორიც გამოცხობის შემდეგ არის.

ფუნთუშები ხაჭოთი

ეს ხაჭოიანი ფუნთუშები საფუარიანი ცომით მზადდება. კეფირის წყალობით ის სიახლეს დიდი ხნით ინარჩუნებს. ამ გემრიელობით დასატკბობად და მისი მეგობრებისა და ნაცნობებისთვის გასაზიარებლად რამდენიმე დღე გექნებათ.


ინგრედიენტები

  • 100 გრამი საფუარი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი ზეთი
  • 0,5 ლიტრი კეფირი
  • 1 კილოგრამი ფქვილი
  • 1 შეკვრა საფუარი
  • ვანილი
  • სეზამის მარცვლები
  • გარგრის ჩირი
  • 500 გრამი ხაჭო

მომზადების წესი

1. კეფირი გადაასხით დიდ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, დაუმატეთ საფუარი და შაქარი. კარგად გააცხელეთ ნარევი და დაახლოებით 15 წუთი დააყენეთ.


2. ფქვილს დაუმატეთ ვანილი, გამაფხვიერებელი, ზეთი და კვერცხი. კარგად აურიეთ.

3. საფუარიანი ხსნარი ფქვილში ჩაასხით.


4. ცომი მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ზილეთ. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.


5. გაყავით ცომი მცირე ზომის რამდენიმე ტოლ ნაწილად.


6. ხაჭო აურიეთ შაქართან – თქვენი გემოვნებით. დაუმატეთ ცოტაოდენი გარგრის ჩირი.


7. გააბრტყელეთ ცომის ყოველი ნაწილი, შეავსეთ ხაჭოთი და გააკეთეთ გრძელი მილები.

8. ყოველი მილი ისე დაახვიეთ, რომ ლოკოკინას ფორმა მიიღოთ.


9. მიღებული ფუნთუშები 20 წუთით გააჩერეთ. სანამ გამოაცხობთ მათ სეზამის მარცვლები მოაყარეთ.

10. შედგით ფუნთუშები 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, დაელოდეთ გამოცხობას.


მართალია მომზადების პროცესი ოდნავ დამღლელია, რადგან ცომის მოზელას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს ფუნთუშები გამოცხობიდან მეორე დღესაც ისეთივე ფუმფულა და გემრიელი იქნება როგორც გამოცხობის დღეს.