უკრაინული ბორში პურში, ხასიათის მიხედვით ვუმატებ შავ ქლიავს ან ალუბალს

51

უკრაინულ ბორშზე უკეთესი მხოლოდ პურში მომზადებული უკრაინული ბორშია. მასტერშეფის გამარჯვებულის რეცეპტით საოცარი ბორში გამოდის.

ინგრედიენტები

  • 300გ ღორის ნეკნები
  • 1 ჭარხალი
  • 1 სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 4 კარტოფილი
  • 150გ ბადრიჯანი
  • 3 კბილი ნიორი
  • 150გ კომბოსტო
  • 150გ ლობიო
  • 2 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 3 მსხალი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.დაალბეთ კიბუო 1 საათი წყალში. სტაფილო, ბადრიჯანი და ხახვი გაასუფთავეთ. გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ხახვი წვეილ კუბიკებად. ბადრიჯანიც დააქუცმაცეთ.

2.ჭარხალი გამოაცხეთ ღუმელში, გააგრილეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით. ზეთში მოთუშეთ ხახვი სტაფილოსთან ერთად 2-3 წუთი. დაუმატეთ ბადრიჯანი და ჭარხალი. მოთუშეთ 2 წუთი. დაუმატეთ პომიდვრის პასტა, შაქარი და მოურიეთ.

3.ღორის ნეკნები სანელებლებით (დაფნის ფოთოლი, ნიორი, მარილი და წიწაკა) გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი. დაჭერით.

4.გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ ნეკნები, მსხალი და აადუღეთ. ბულიონი მოხარშეთ 5-7 წუთი. დაუმატეთ მოთუშული მასა და მოხარშეთ 5 წუთი/

5.ბორშს დაუმატეთ დაქუცმაცებული კომბოსტო. მოხარშეთ 15 წუთი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი.

6.აიღეთ პური, მოაჭერით თავი და მოაშორეთ გული. გახუხეთ ღუმელში პურის თეფში რამდენიმე წუთი. ჩაასხით ცხელი ბორში.

გემრიელად მიირთვით!