სტაფილოს ნამცხვარი

1536
Carrot cake and farm fresh carrots

ზოგიერთი სტაფილოს არ აღიქვამს ღირსეულ ინგრედიენტად დესერტებში. თუ თქვენ ფიქრობთ კლასიკურ სტაფილოს სალათზე ვაშლითა და ნიგვზით, მაშინ ეს რეცეპტი სწორედაც, რომ თქვენთვისაა.

ყველაზე გემრიელი სტაფილოს ნამცხვარი

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ ყველაზე უცნაურ და არომატულ სტაფილოს ნამცხვარზე. ეს არ არის მარტივი რეცეპტი, მაგრამ მერწმუნეთ შრომა დაგიფასდებათ შედეგით.

ამ სტაფილოს ნამცხვრის რეცეპტს მერწმუნეთ ვერ დაივიწყებთ, რადგან მისი გასინჯვის შემდეგ ის გახდება თქვენი ფავორიტი დესერტი!

საოცარი შეხამება ხაჭო, სტაფილო და ყავის სიროფი ამ გემოს გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 250გ ცხიმიანი ხაჭო
  • 4 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ყავის სიროფი
  • 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი
  • 250გ ფქვილი
  • მწიკვი ყვითელი კოჭა

შიგთავსის ინგრედიენტები

  • 4 ვაშლი
  • 1 სტაფილო
  • 6 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 70მლ ნაღები
  • 2 სუფრის კოვზი ყავის სიროფი
  • 2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
  • ორცხობილა
  • რძე

მომზადება

1.ყავის სიროფს დაუმატეთ მწიკვი ყვითელი კოჭა. ეს ნარევი გადაინახეთ, 1 კოვზი დაემატება ცომს, ხოლო 1 კი შიგთავსს.

2.თავდაპირველად უმჯობესია მოამზადოთ შიგთავსი. ამისათვის გარეცხეთ და გათალეთ ვაშლი, დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ თუშფალანგში. სტაფილო გარეცხეთ და გათალეთ საშუალო ზომაზე. ვაშლი და სტაფილო საშუალო ცეცხლზე ერთად მოხარშეთ 10 წუთი.

3.შემდეგ კი დაუმატეთ ნაღები, 2 სუფრის კოვზი სიროფი და ვანილი. მანანის ბურღული დაუმატეთ კოვზებით. აუცილებელია სწრაფად ურიოთ. შიგთავსი კარგად გააცხელეთ და გამორთეთ ცეცხლი.

4.ამ ნამცხვრისთვის გვჭირდება რბილი ცომი. ხაჭოს დაუმატეთ შაქარ, გამაფხვიერებელი, არაჟანი და 1 სუფრის კოვზი სიროფი. მოზილეთ სქელი ცომი და მაცივარში მოათავსეთ 20 წუთით.

5.ამ ნამცხვრისათვის გამოგადგებათ 24სმ დიამეტრის მქონე ფორმა. მისი ძირი დაამუშავეთ ზეთით, ჩაასხით ცომი და მისი მეშვეობით შექმენით საშუალო სიმაღლის ჯებირი.

6.ცომზე მოათავსეთ შიგთავსი და მოაყარეთ ნებისმიერი სახის ორცხობილა. ორცხობილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თხილი ან ნიგოზი.

7.ეს საოცარი ნამცხვარი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!

ამ ნამცხვარს ასევე უწოდებენ “შემოდგომის შედევრს”. სწორედაც, რომ შემოდგომის ცივ საღამოს ცხელ ბალახეულ ჩაისთან ერთად, ამ ნამცხვრის ერთი ნაჭერი იქნება ყველაზე გემრიელი!