უგემრიელესი ყაბაყის რულეტი ქათმის ფარშით

1798

ყაბაყისგან ძალიან ბევრი გემრიელი რამის მომზადება შეგიძლიათ: ბლინების, სალათების, რულეტის და ა.შ. ჩვენ გვსურს, რომ სრულად დატკბეთ ამ ბოსტნეულით, ამიტომაც შემოგთავაზებთ უგემრიელესი ყაბაყის რულეტის რეცეპტს.

ყაბაყის რულეტი ქათმის ფარშით ძალიან მარტივად მზადდება და საუკეთესო კერძია სადღესასწაულო სუფრების გასალამაზებლად.

ინგრედიენტები

  • 2 ც ყაბაყი
  • მწვანილი გემოვნებით
  • 300 გრ ქათმის ფარში
  • 2-3 ს.კ. ფქვილი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 1 ც ხახვი
  • მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

1. გარეცხეთ და გახეხეთ ყაბაყი, შემდეგ კი მოაშორეთ ზედმეტი სითხე.

2. ღრმა ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი. დაუმატეთ მარილი და წიწაკა. მიღებული მასა მოასხით ყაბაყს, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და კარგად მოურიეთ.

3. დაუმატეთ ფქვილი, შემდეგ საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და დაასხით მასა. მოათავსეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით.

4. დაჭრილი ხახვი შეწვით მზესუმზირის ზეთში. დაუმატეთ ქათმის ფარში. მუდმივად მოურიეთ, შეწვით, ბოლოს დაუმატეთ მარილი და წიწაკა.

5. მოათავსეთ ფარში ღრმა ჭურჭელში, მოაყარეთ გახეხილი ყველი და კარგად აურიეთ. გამომცხვარი ყაბაყი გადაიტანეთ ხელსახოცზე, მის ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ ფარში და ყაბაყი რულეტივით გაახვიეთ.

6. შემოახვიეთ იგივე პერგამენტი რულეტს და კვლავ შედგით ღუმელში 10 წუთით.

დაჭერით რულეტი საშუალო ზომის ნაჭრებად. თუ გსურთ, რომ ყაბაყის რულეტის მომზადება უფრო გაიადვილოთ, ქათმის ფარშის ნაცვლად სოკო გამოიყენეთ. არ დაგავიწყდეთ რეცეპტის გაზიარება მეგობრებისთვის, რომლებას ყაბაყი ძალიან უყვართ!