შინაურული ბისკვიტის ტორტი: კენკროვანი აფეთქება მასკარპონეს გემოთი.

1093

ეს ტორტი მოეწონებათ ტკბილის ნაკლებად მოყვარულებს. რათა ტორტი იყოს მეტად წვნიანი, შეგიძლიათ დანამოთ სიროფით.

ინგრედიენტები

  • შაქარი 250გ
  • ხორბლის ფვილი 160გ
  • ნაღები 300მლ
  • შედედებული რძე 100გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • კენკრა 350გ
  • ყველი მასკარპონე 250გ
  • შავი შოკოლადი 100გ

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი და 150გ შაქარი. ფრთხილად დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მოურიეთ.

2.ცომი მოათავსეთ ფორმაში, რომელიც უნდა ამოფინოთ პერგამენტით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.

3.კენკრას მოაყარეთ შაქარი. მასკარპონე, შედედებული რძე და 200მლ ნაღები (33%) ათქვიფეთ მიქსერით.

4.გაგრილებული კორჟი გაყავით 3 ნაწილად. პირველზე მოათავსეთ კენკრა და წაუსვით კრემი. ამ მეთოდკით ააწყვეთ ტორტი. მთელი ღამით შეინახეთ მაცივარში.

5.გააცხელეთ 100მლ ნაღები (20%) 70 გრადუსზე, დაუმატეთ შოკოლადი და მოურიეთ. მოასხით მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!