უგემრიელესი ფუნთუშები ბებოს რეცეპტით

521

ფუნთუშა – ყველასათვის საყვარელი დესერტია. 54 ქვეყანა ტრადიციულად ამზადებს ფუნთუშებს. ალბათ ყველას გაგისინჯავთ ფრანგული კრუასანები და ბელგიური ვაფლები.

დედაჩემი და ბებიაჩემი ყოველთვის აცხობდნენ სახლში ფუნთუშებს სხვადასხვა შიგთავსებით.

კალორიულობა – მარალი

მომზადების დრო – 2 საათი და 40 წუთი

რაოდენობა – 10 -12 ცალი

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • კვერცხი 2 ცალი
  • საფუარი 1,5 ჩაის კოვზი
  • რძე 1 ჭიქა (230მლ)
  • შაქარი 80გ
  • კარაქი 100გ
  • ფქვილი 600-700გ

მოსაყრელად

  • შაქარი 30-50გ
  • ყაყაჩო 20-30გ

მომზადება

1.თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი, ჩაის კოვზი შაქარი, 200-300გ ფქვილი, მოზილეთ და დაელოდეთ 30-40 წუთი.

2.მასა ამოვიდა.

3.ცალკე ჯამში გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ კვერცხი, მოურიეთ.

4.კვერცხის მასას დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.

5.მიღებული მასა დაუმატეთ რძის მასას. დაელოდეთ ცომის ამოსვლას 1 წუთი.

6.დაყავით ცომი ნაწილებად, გააბრტყელეთ, მოაყარეთ შაქარი და ყაყაჩო.

7.დააახვიეთ რულეტისებურად და დაჭერით.

8.ოთხკუთხედები დაჭერით შუაზე და ამოაბრუნეთ.

9.გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე.

10.გამოაცხვეთ 35 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!