თავდაპირველად ვაშლის ნამცხვარმა “სამი ჭიქა” მიიპყრო ჩემი ყურადღება. ის ზალიან მარტივად და უსწრაფესად მზაადება. ასეთი მარტივი დესერტის არსებობის დაჯერებაც კი რთულია.
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა მანანის ბურღული
- 1,2კგ მჟავე ვაშლი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- ვანილი
- 0,5 ლიმონი
- 100გ კარაქი
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
- გამოსაცხობი ფორმა 22სმ
მომზადება
1.ფხვიერი ინგრედიენტები დაუმატეთ ერთმანეთს. ფქვილი, მანანის ბურღული და შაქარი. მოაყარეთ გამაფხვიერებელი და ვანილი.
2.გათალეთ და გახეხეთ ვაშლი. დაუმატეთ დარიჩინი და ლიმონის წვენი.
3.გამოსაცხობ ქაღალდს წაუსვით კარაქი.
4.მშრალი მასა გაყავით 4 ნაწილად. 1 ნაწილი გადაიტანეთ ფორმაში.
5.შემდეგ მოათავსეთ მესამედი გახეხილი ვაშლი.
6.ყველა პროცედურა უნდა გაიმეოროთ 2 ჯერ: მშრალი მასა, ვაშლი, მშრალი მასა, ვაშლი და ბოლო ფენა მშრალი მასა.
7.ვაშლმა თუ წვები გამოუშვა, ნამცხვარი ავტომატურად იქნება დანამული, მაგრამ თუ ხილი მშრალია შეგიძლიათ ნამცხვარს მოასხათ რძე.
8.ზემოდან მოახეხეთ კარაქი.
9.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.
10.გააგრილეთ და დაჭერით უგემრიელესი ნამცხვარი.
გემრიელად მიირთვით!