უგემრიელესი ლაზანია ფარშით და ბუშამელის სოუსით. ეს უნდა გასინჯოთ!

4955

ლაზანია, იტალიური სამზარეულოს ნამდვილი სიამაყეა. მისი ცომი უფუარი ცომისგან მზადდება. მისი შეძენა ნებისმიერ დიდ მარკეტებში შეგიძლიათ. დღეს ლაზანიას ფარშით მოვამზადებთ.

ინგრედიენტები: 

  • 9-12 ლაზანიას მზა ფირფიტა
  • 300 გრ გახეხილი ყველი
  • 600 გრ ხორცის ფარში
  • 4 ცალი პამიდორი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 თავი ნიორი

სოუსი ბუშამელის მოსამზადებლად:

  • 800 მლ რძე
  • 100 გრ კარაქი
  • 4 ს.კ. ფქვილი
  • მარილი, სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხახვი დავჭრათ კუბიკებად. ნიორი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. პამიდორს დავასხათ  ცხელი წყალი, გავაცალოთ კანი და დავჭრათ პატარა კუბიკებად (შეიძლება გამოვიყენოთ დაკონსერვებული პამიდორიც).
  2. ხახვი და ნიორი შევწვათ ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე, დავუმატოთ ფარში (შეიძლება ძროხისა და ღორის ხორცის  ნარევი). ხშირად ვურიოთ. 10 წუთის შემდეგ დავუმატოთ პამიდორი, მარილი, სანელებლები, დავუწიოთ ცეცხლს მინიმუმამდე და გავაგრძელოთ შეწვა 10 წუთით.
  3. სოუსი ბეშეამელის მოსამზადებლად ერთმანეთს შევურიოთ ფქვილი, კარაქი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გავაჩეროთ კარაქის გალღობამდე. შემდეგ თანდათანობით ჩავასხათ რძე, გამუდმებით ვურიოთ და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში ისე, რომ სოუსი არ წამოდუღდეს. ავიღოთ მართკუთხა ფორმის ღრმა ტაფა, დავაფინოთ ლაზანიას ფირფიტები (ფირფიტების ეტიკეტზე მითითებულია, უნდა თუ არა ფირფიტებს წინასწარ მოხარშვა), დავასხათ სოუსის ნაწილი, ზემოდან დავაყაროთ ხორცის ნარევის ნაწილი, ისევ დავასხათ სოუსი, მოვაყაროთ გახეხილი ყველის ნაწილი, გადავაფაროთ ლაზანიას ფირფიტები და ხელმეორედ გავიმეოროთ იგივე თანმიმდევრობით. ბოლო ლაზანიას კარგად მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით. მაგიდასთან მიტანამდე გავაგრილოთ.