კექსის მომზადება სახლის პირობებში ყველაზე გამოუცდელმა დიასახლისმაც კი იცის.
ინტერნეტ სივრცეში უამრავი რეცეპტია, მაგრამ რომელი უნდა ავირჩიოთ?
მე გირჩევთ მოამზადოთ მოცვის კექსები, მარტივად დასამახსოვრებელი რეცეპტია, ყველაფერი 200-200.
ინგრედიენტები
- შაქარი 200გ
- მანანის ბურღული 200გ
- კეფირი 200მლ
- ხორბლის ფქვილი 200გ
- კენკრა 200გ
- კვერცხი 200გ
- მარილი
- სიმინდის სახამებელი 1-2 სუფრის კოვზუ
- ზეითუნის ზეთი 100მლ
- გამაფხვიერებელი 10გ
მომზადება
1.ღრმა ჯამში ათქვიდეთ კვერცხი. დაუმატეთ მარილი და შაქარი. მოურიეთ. ჩაასხით კეფირი, დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მანანის ბურღული. მოაყარეთ გამაფხვიერებელი.
2.მოურიეთ მასას, რათა გახდეს ერთგვაროვანი. ჩაასხით ზეითუნის ზეთი. ისევ მოურიეთ. საყინულიდან გამოიტანეთ კენკრა. არ გაალღოთ ისე დაუმატეთ ცომს, მოურიეთ.
3.კექსის ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდები. ამოავსეთ ცომით.
4.გამოაცხეთ 170-180 გრადუსზე 30-40 წუთი. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!