ტორტი ფქვილის გარეშე, რომელიც სტუმრებთან გასახელებთ

1422

ტორტი “შოკოლადის პლომბირი” – ცილოვანი ფირფიტები, ნიგვზით, უგემრიელესი მოხარშული კრემით, კონიაკით და კაკაოთი.

ინგრედიენტები კორჟებისთვის

  • 10 კვერცხის ცილა
  • 240გ შაქრის ფხვნილი
  • 2 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 380გ ნიგოზი
  • შავი შოკოლადი, ფხვიერი ორცხობილა და ნიგოზი დეკორისთვის

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 10 კვერცხის გული
  • 160გ შაქრის ფხვნილი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 100მლ რძე
  • 200გ კარაქი
  • 160გ შაქრის ფხვნილი
  • 8გ ვანილი
  • 1 სუფრის კოვზი კონიაკი

მომზადება

1.მოხალეთ და დააქუცამცეთ ნიგოზი.

2.განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული.

3.ათქვიფეთ ცილა, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და კარგად ათქვფეთ.

4.დაუმატეთ სახამებელი ცილის მასას.

5.დაუმატეთ ნიგოზი და მოზილეთ ცომი.

6.ცომი ჩაასხით ფორმაში და თანაბრად გადაანაწილეთ.

7.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.

8.ამასობაში ოთახის ტემპერატურის კვერცხის გულს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. ათვიფეთ.

9.ჩაასხით რძე.

10.მიღებული მასა მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. ურიეთ და მიიყვანეთ დუღილამდე, არ აადუღოთ.

11.გააგრილეთ.

12.რბილი კარაქი ათქვიფეთ მიქსერით.

13.მოხარშული მასა დაუმატეთ კარაქს და გააგრძელეთ თქვეფა.

14.მოაყარეტ ვანილი და კაკაო. დაუმატეთ სუფრის კოვზი კონიაკი და ათქვიფეთ.

15.კორჟები გაყავით 3 ნაწილად.

16.ყველა ნაწილს წაუვით კრემი და ააწყეთ დესერტი.

17.დაფხვენით ორცხობილა.

18.გააფორმეთ დესერტი.

19.მაცივარში შეინახეთ 5-6 საათი.

გემრიელად მიირთვით!