როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი და შეუდარებელი აჭარული ბაქლავა

3870

ბაქლავა აჭარული ტკბილეულის უდავო ლიდერია. დროთა განმავლობაში ბაქლავის სხვადასხვა, შედარებით მარტივი რეცეპტით მომზადებული ვარიანტებიც გავრცელდა. დღეს გასტრონომია აჭარული ბაქლავას რეცეპტს გიზიარებთ. ბაქლავის მოსამზადებლად შეგიძლიათ ფილოს მზა ცომი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

ცომი

  • 500 მლ ჭიქა თბილი წყალი
  • 3-4 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 100 გ გამდნარი და გაცივებული მარგარინი
  • 1 ს.კ. სპირტი
  • ფქვილი – რასაც შეიზელს
  • სახამებელი – საფანელად

გულსართი 

  • 800 კანგაცლილი, მსხვილად დაფქული ნიგოზი
  • 700 გ გამდნარი კარაქი + 1 ს.კ. ფორმაზე წასასმელად
  • ვაჟინისთვის – 400 გ შაქარი
  • 250 მლ წყალი

მომზადების წესი:

  1. დიდ თუნუქის ფურცელს წაუსვით 1 ს.კ. გამდნარი კარაქი.
  2. ცომის ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს და მოზილეთ მაგარი, ელასტიკური ცომი.
  3. ზილეთ მანამ, სანამ ცომს გაჭრისას ფორები არ გაუჩნდება.
  4. ცომი დაყავით 45 გუნდად. თითოეული გააბრტყელეთ დაახლოებით 20 სმ დიამეტრის წრეებად.
  5. ყოველ ფენას დააყარეთ ცოტა სახამებელი.
  6. ფენები ერთმანეთზე დაალაგეთ. რომ არ მიეკროს, თითოეულს ცელოფნის ნაჭერი გადააფარეთ.
  7. ცომის გაბრტყელება საკმაოდ რთულია, ამიტომ ჯობს ორმა ადამიანმა გააბრტყელოს. აიღეთ ცომის ფენა, მოჰკიდეთ ხელი ნაპირებში და გაწელეთ. ცომი თან ხელში წრიულად ატრიალეთ და ფრთხილად გაწელეთ, რომ არ გაიხეს.
  8. როდესაც ცომის ფენა თითქმის გამჭვირვალე გახდება, ზემოდან გადააფინეთ თუნუქის ფურცელს ისე, რომ ცომი გვერდებზე გადავიდეს. სამზარეულოს ფუნჯის საშუალებით წაუსვით ცხიმი და გადააფარეთ შემდეგი ფენა.
  9. ყოველ მეხუთე ფენას მოაყარეთ დაფქული ნიგოზი, დანარჩენს – წაუსვით ცხიმი.
  10. ფენები უშუალოდ თუნუქის ფურცელზე მოთავსების წინ გაწელეთ.
  11. ბოლო ფენას წაუსვით ცხიმი, შემოაჭერით გვერდებზე გადასული ცომი და თანაბარი ზომის რომბებად დაჭერით.
  12. ასე გააჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი შედგით საშუალოდ გახურებულ ღუმელში და აცხვეთ, სანამ ზემოდან არ დაიბრაწება.
  13. შაქრისა და წყლისაგან მოხარშეთ ვაჟინი.
  14. შეგრილებულ ბაქლავას მოასხით ვაჟინი და 1 საათის შემდეგ მიირთვით.

ულუფა: 25

მომზადება: 2 სთ

გამოცხობა: 25 წთ