ტორტი “ზებრა” – რძიანი შოკოლადის ჰაეროვანი სუფლე

1300

ტორტის ზედა ფენა – ეს არის რძიანი შოკოლადის ჰაეროვანი სუფლე, რომელიც ტორტს საოცრად არბილებს. ამ დესერტის მომზადება მარტივია, რაც მტავარია მასზე ბავშვები გიჟდებიან.

ეს ტორტი ძალიან უხდება, როგორც სადღესასწაულო სუფრებს, ასევე პატარა სამეგობრო შეკრებებს. დესერტი ზემოდან შეგიძლიათ გააფორმოთ შაქრის ფხვნილით, გახეხილი შოკოლადით, ხილით და პიტნის ფოთლებით.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 0,75 ჭიქა
  • კარაქი 100გ
  • სოდა 0,3 ჩაის კოვზი
  • ლიმონის მჟავა გემოვნებით
  • ჟელატინი 1 სუფრის კოვზი
  • რძიანი შოკოლადი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ კორჟი. ამისათვის განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან, ოთახის ტემპერატურის კარაქი და გული ათქვიფეთ.

2.დაუმატეთ 0,5 ჭიქა შაქარი და ამოფუებული სოდა. ათქვიფეთ შაქრის გალღობამდე.

3.თანდათანობით ჩაყარეთ ფქვილი, ათქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

4.გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ ზეთით, ამოფინეთ ქაღალდით. შექიძლიათ ქაღალდსაც წაუსვათ ზეთი. ჩაასხით ცომი ფორმაში.

5.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ კორჟი. შემდეგ გააგრილეთ, მაგრამ არ მოხსნათ ქაღალდი.

6.შემდეგ მოვამზადოთ სუფლე. ჟელატინს დაასხით წყალი (დაახლოებით 0,5 ჭიქა, რათა სუფლე არ გამოვიდეს ძალიან თხელი), დაელოდეთ ამოფუებას.

7.გაახურეთ მასა მის გალღობამდე, განუწყვეტლივ ურიეთ, მაგრამ არ აადუღოთ. გააგრილეთ სუფლე ოთახის ტემპერატურამდე.

8.ცილა ათქვიფეთ დარჩენილ შაქართან და ლიმონის მჟავასთან ერთად.

9.ცივ ჟელატინს დაუმატეთ ცილისგან მიღებული მასა, მოურიეთ.

10.შოკოლადი გაალღვეთ ორთქლის აბაზანაზე 1-2 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთთან ერთად.

11.სუფლე გაყავით ორ ტოლ ნაწილად, ერთ-ერთს დაუმატეთ გამღვალი შოკოლადი, მოურიეთ.

12.კორჟი მოათავსეთ ფორმაში და მოასხით სუფლე რიგრიგობით: 2-3 სუფრის კოვზი თეთრი სუფლე და შემდეგ 2-3 სუფრის კოვზი შმუქი სუფლე. გააგრძელეთ ამ თანმიმდევრობით სუფლეს ამოწურვამდე.

13.კბილის ჩხირის დახმარებით სუფლეს მიეცით ობობის ქსელის შეფერილობა.

14.ტორტი 2 საათით მოათავსეთ მაცივარში, რათა ის გაიყინოს, შემდეგ მოაშორეთ ქაღალდი.

გემრიელად მიირთვით!