ტორტი „ბნელი ღამე“ შავქლიავით. გამოუცდელი დიასახლისიც მარტივად გამოაცხობს

624

კლასიკური „ნაპოლეონის“ მსგავსი დესერტების მოყვარული ვარ, ამიტომ ბისკვიტს იშვიათად ვჭამ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ასეთ ტორტებს ბევრი პროდუქტი და დიდი დრო სჭირდებათ. ამ შემთხვევაში ასე არაა. მეგობარმა ბისკვიტის ტორტის „ბნელი ღამე“ მომზადების კულინარიული ხრიკი მასწავლა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

უნაზესი არაჟნის კრემით გაჟღენთილი ფოროვანი ბისკვიტი პირველივე გასინჯვაზე შემიყვარდა. ამ კულინარიულ ანსამბლს შავქლიავის პიკანტური ნაჭრების და ხრაშუნა კაკლის ნარევი ასრულებს. ბუნებრივია, რეცეპტი ვთხოვე და სახლში მომზადება გადავწყვიტე. ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია და სახლში ყველას აქვს. აღმოჩენას გიზიარებთ.

რატომ არის უნიკალური შოკოლადის ტორტი „ბნელი ღამე“ შავქლიავით

მაღაზიის ტკბილეულებს დიდი ხანია გავურბივარ. ზოგჯერ, როცა მათ შემადგენლობას ვკითხულობ, შოკში ვარდები. არადა სადღესასწაულო დესერტებზე მთელი დღის დაკარგვაც არ მინდა. ეს ქვემოთ მოცემული რეცეპტით მომზადებულ ტორტს არ ეხება. გემრიელი, მარტივი და სწრაფია. ასეთი დიდებული დესერტის მომზადებაზე მხოლოდ 1,5 საათს დახარჯავთ. მოკლედ, გირჩევთ!

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 200 გ შაქრის ფხვნილი
  • 250 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 450 გ არაჟანი
  • ნიგოზი გემოვნებით
  • 180 გ შაქარი
  • 250 გ კეფირი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 200 გ შავქლიავი

მომზადების წესი:

1. გაცრილი ხორბლის ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და კაკაო აურიეთ.

2. მიღებულ მშრალ ნარევს მწიკვი მარილი, შაქარი და ცოტა ვანილი დაუმატეთ.

3. კეფირი დაასხით და ოთახის ტემპერატურის კვერცხი ჩაატეხეთ. მიქსერით ან სათქვეფით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

4. საცხობ ფორმაში ჩაასხით და 180 გრადუსზე დაახლოებით ნახევარი საათით აცხვეთ.

5. როცა ბისკვიტი გამოცხვება, გააგრილეთ და სამ ფენად გაყავით.

6. კრემი მარტივად მზადდება. ცხიმიანი არაჟანი და შაქრის ფხვნილი გასქელებამდე მაქსიმალურ სიმძლავრეზე ათქვიფეთ.

7. შავქლიავი 10 წუთით მდუღარე წყალში ჩაალბეთ და წვრილად დაჭერით.

8. ფენებს კრემი წაუსვით და ცოტა შავქლიავი მოაყარეთ. თუ სურვილი გაქვთ, კაკალი, გარგარის ჩირი ან ქიშმიში დაუმატეთ. ზემოდან დარჩენილი კრემი წაუსვით და დაფშვნილი კაკალი მოაყარეთ.

9. ტორტი მაცივარში ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ გემოები ერთმანეთს შეერწყას.

თუ სურვილი გაქვთ, ზემოდან გამდნარი შოკოლადი ან სახლის ჭიქური დაუმატეთ. ქოქოსის ფანტელებით ძალიან გემრიელი გამოდის. ფანტაზია ჩართეთ.