სწრაფი, წვნიანი და ძალიან გემრიელი კერძი ქათმის ფილეთი

390

თეთრი ქათმის ხორცი ხშირად ძალიან მშრალი გამოდის, ამიტომ დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ქათმის ფილეს წვნიანობის და ნაზი გემოს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. კერძს დიდი ხნით დამარინადება არ სჭირდება. არაჟნისა და კვერცხის მოსასხმელით ქათმის ფილე ნაზი და წვნიანი გამოდის. სურვილის შემთხვევაში მწვანილი ან საყვარელი სანელებლები დაუმატეთ.

ინგრედიენტები:

  • 800 გრ ქათმის ფილე
  • 2 პომიდორი
  • 1 ხახვი
  • 4 კვერცხი
  • 150 გრ არაჟანი
  • 150 გრ ხმელი ყველი
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • 0,25 ჩ/კ დაფქული წიწაკა
  • 1 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ.

2. მოსასხმელად კვერცხი და არაჟანი ერთგვაროვანი მასის მისაღებად აურიეთ.

3. ქათმის ფილე მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. არაჟანი–კვერცხის ნარევი დაასხით.

4. ნახევარი გახეხილი ყველი, დაჭრილი ნიორი, მარილი და სანელებლები დაუმატეთ და აურიეთ.

5. თუ დრო გაქვთ, 30-60 წუთით გააჩერეთ, რომ ხორცი ოდნავ გაიჟღინთოს. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით და მანანის ბურღული მოაყარეთ. მზა მასა გადაიტანეთ და გაათანაბრეთ.

6. თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი დაუმატეთ.

7. ასევე პომიდვრის რგოლები დაუმატეთ.

8. დარჩენილი გახეხილი ყველი მოაყარეთ.

9. 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ. მოწითალო ქერქის მისაღებად ბოლო 5 წუთით გრილზე მოათავსეთ.

10. რამდენიმე წუთით გააჩერეთ, რომ კერძი ოდნავ გამკვრივდეს, ნაჭრებად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ.

ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ ქათმის ფილე სწრაფად და გემრიელად. გემრიელად მიირთვით!