პიცა ყველას უყვარს, მაგრამ ცომის მოზელვა შემდეგ მისი გამოცხობა და წვალება ხშირად გვეზარება.
ამიტომაც დღეს ჩვენ მარტივად მოვამზადებთ პიცას ტაფაზე 20 წუთში.
ინგრედიენტები
- არაჟანი 100მლ
- კეფირი 100მლ
- სოდა 1 ჩაის კოვზი
- ფქვილი 1 ჭიქა
- კვერცხის გული 2 ცალი
- სანელებლები გემოვნებით
- ძეხვი 150გ
- პომიდორი ჩერი 5 ცალი
- სტაფილო კორეულად 70გ
- ყველი 150გ
მომზადება
- მოვამზადოთ შიგთავსი: დაჭერით პომიდორი მრგვლად, ხოლო ძეხი წვრილად.
- წვრილად დაჭერით სტაფილო. ყველა პროდუქტი მოათავსეთ ჯამში და მოურიეთ.
- არაჟანს დაუმატეთ კეფილი და სოდა. დაელოდეთ რამდენიმე წუთი.
- დაუმატეთ სანელებლები და გული. ათქვიფეთ მასა ჩანგლით. ფრთხილად დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. ცომი უნდა გამოგივიდეთ არაჟნსი მსგავსი.
- ტაფას წაუსვით ზეთი და დაასხით ცომი. მოათავსეთ შიგთავსი და მოაყარეთ ყველი.
- ტაფას დააფარეთ თავზე და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე.
- პიცის მომზადებას 7-10 წუთი უნდა, გადმოიტანეც ცეცხლიდან და თავდახურუ მდგომარეობაში დატოვეთ რამდენიმე წუთი.
გემრიელად მიირთვით!