სწრაფი პიცა ტაფაზე – ცომის გარეშე

საუზმეზე შემწვარი კვერცხი მოგწყინდათ და რაიმე გემრიელი სიახლის შეტანა გსურთ? მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის არის – პიცა ცომის გარეშე ტაფაზე სულ რაღაც 13 წუთში მზადდება.

ინგრედიენტები

  • 200 გრამი პური
  • 1 ცალი პომიდორი
  • 200 გრამი ძეხვი
  • 120 გრამი ყველი
  • 6 ცალი კვერცხი
  • 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი, წიწაკა, მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ძეხვი საშაულო ზომის ნაჭრებად დაჭერით. ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით და გააცხელეთ. პომიდორი კუბებად დაჭერით.

2. ცხელ ტაფაზე დაჭრილი ძეხვი დაალაგეთ და 3 წუთის განმავლობაში წვით, პერიოდულად ურიეთ.

3. პური მსხვილ კუბებად დაჭერით. პურის კუბები ძეხვიან ტაფაზე მოათავსეთ და 2 წუთის განმავლობაშიწვით. ცალკე ჭურჭელში გათქვიფეთ კვერცხი დ შეაზავეთ მარილითა და წიწაკით. ათქვიფეთ.

4. ტაფაში პომიდორი დაუმატეთ და შემდეგ კვერცხიც მოასხით. 1-2 წუთის შემდეგ ტაფას თავსახური დააფარეთ და ცეცხლს დაუწიეთ.

5. პიცა 6 წუთის განმავლობაში შეწვით. ყველი თეფშზე გახეხეთ, დაუმატეთ პიცას და თავსახური დააფარეთ. წვით კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში.

6. მზა პიცას წვრილად დაჭრილი კამა ან ოხრახუში მოაყარეთ, დაჭერით და გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებს. გემრიელად მიირთვით.

ამ პიცის მომზადებას რამდენიმე წუთი ჭირდება, ცომის მოზელვაზე დრო არ იხარჯება, მისი გულსართის ინგრედიენტები კი იოლად ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა გულსართში ცვლილებების შეტანა თავადაც შეგიძლიათ, მაგალითად: სოკოს ან ზეთისხილის დამატება საკმაოდ კარგი იდეაა!