სწორად მომზადებული ხორცი სტუმრებთან ნამვილად გასახელებთ

204

დღეს ჩვენ ღუმელში იდეალურად შევწვავთ ხორცს. ასეთი კერძი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრაზე გასახელებთ. საოცარი არომატი მთელს სახლს მოედება.

ჩვენ გამოვიყენებთ მშრალ მარინადს. მომზადების ეს პუნქტი წაიღებს ძირითად დროს.

ინგრედიენტები

  • 1კგ ხორცი
  • მარილი და წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • სასურველი სანელებლები
  • ხორცის გასაჭრელი ძაფი

მომზადება

1.გარეცხეთ და გააშრეთ ხორცი. წაუსვით მარილი, წიწაკა და სანელებლები.

2.შეფუთეთ ხორცი და მოათავსეთ მაცივარში. მინიმუმ 12 საათი უნდა დაჰყოს ხორცმა მაცივარში.

3.გაასუფთავეთ ნიორი. ჩაჭერით ხორცი რამდენიმე ადგილად დამასში მჭიდროდ მოათავსეთ ფირფიტებად დაჭრილი ნივრის კბილი. მჭიდროდ შემოახვიეთ ხორცს ძაფი.

4.გამოაცხეთ 190 გრადუსზე. აუცილებლად მოათავსეთ საცხობ პაკეტში. გაითვალისწინეთ: 1კგ ხორცზე დაგჭირდებათ 1 საათი ცხობა.

მე ხშირად ვუმატებ პაპრიკას, დაფნას და წიწაკას. მარინადი ხორცს საოცარ გემოს და არომატს ანიჭებს.

გემრიელად მიირთვით!