პიცაა ხრაშუნა ცომით, რომელიც გასახელებთ სტუმრებთან

1156

დიასახლისები ხშირად ამზადებენ ამ იტალიურ კერძს საკუთარი ხელებით. სახლში მომზადებული პიცა ყოველთვის ხრაშუნა არ გამოდის, დღეს ჩვენ გაგიზიარებთ საიდუმლოს, რომლის დახმარებითაც ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ.

ინგრედიენტები

  • საფუარიანი ფენოვანი ცომი 1კგ
  • ყველი 230გ
  • ლორი 100გ
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • დაკონსერვებული სიმინდი 2 სუფრის კოვზი
  • დამარინადებული კიტრი 3 ცალი
  • წითელი ხახვი 0,25 ცალი
  • პომიდვრის პასტა 6 ჩაის კოვზი
  • წყალი 6 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 2 ჩაის კოვზი
  • შაქარი
  • მწვანილი
  • მარილი
  • შავი წიწაკა
  • მაიონეზი

მომზადება

1.თავდაპირველად მოვამზადოთ სოუსი. ჯამში მოათავსეთ პომიდვრის პასტა, წყალი, ზეთი. წვრილად დაჭერით ხახვი, ჯამში არსებულ მასას დაუმატეთ შაქართან, მწვანილთან, წიწაკასთან და პომიდვრის პასტასთან ერთად. მოურიეთ სოუსს.

2.საყინულიდან გამოიტანეთ ცომი. სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი. გააბრტყელეთ. გამოაცხეთ 10 წუთი.

3.გახეხეთ ინგრედენტები.

4.ნახევრად გამომცხვარ ცომს წაუსვით სოუსი. მოაყარეთ ყველი და დანარჩენი ინგრედიენტები. მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ დარჩენილი ყველი.

5.გამოაცხეთ 10-15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!