Gastronomia.ge-ს რედაქცია წითელი მოცხარის ჯემის ახალ რეცეპტს გთავაზობთ. გირჩევთ, ასეთი ჯემი სუფრაზე ბლინებთან და ოლადებთან ერთად გაიტანოთ. სხვადასხვა დესერტის, ტორტის და რულეტის მოსამზადებლადაც გამოგადგებათ. ჯემი ძალიან სქელი და არომატული გამოდის.
ინგრედიენტები:
- წითელი მოცხარი
- შაქარი
მომზადების წესი:
- კენკრა და შაქარი 1:1 პროპორციით აიღეთ. მაგალითად, 1 კგ მოცხარი და 1 კგ შაქარი.
- სუფთა, გარეცხილ კენკრას შაქარი დააყარეთ და საჭყლეტით ოდნავ დააჭირეთ, რომ წვენი გამოვიდეს.
- ადუღებამდე მიიყვანეთ, აურიეთ, რომ ჯემი არ დაიწვას.
- როცა ჯემი ადუღდება, ცეცხლს არ დაუწიოთ, ხარშეთ და პერიოდულად აურიეთ. ქაფი შეგიძლიათ არ მოხადოთ.
- ჯემი იმ მომენტამდე ხარშეთ, სანამ არ გასქელდება. დიდ ქვაბში ხარშეთ, რომ ქაფი არ გადმოვიდეს.
- საწურით მასა გახეხეთ, რომ წვრილი თესლი მოაშოროთ.
- ჯემი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. სრულ გაგრილებამდე ღია გააჩერეთ. ასე ჯემი გასქელდება.
- თუ შაქარი თქვენთვის ცოტაა, მეტი შაქარი დაუმატეთ.
- ჯემი სარდაფში ან საკუჭნაოში შეინახეთ.
- ჯემი სქელი, ჯელეს მსგავსი, ძალიან არომატული, ოდნავ მჟავე გამოდის. გემრიელად მიირთვით!