ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს სუში, ამიტომ მის დაბადების დღეს მისი გახარება განსაკუთრებული ტორტით გადავწყვიტე. მარილიანი თევზი, ნაღების ყველი და კიტრი, რათქმა უნდა ბრინჯიც.
მეუღლეს ძალიან მოეწონაა!
ინგრედიენტები ტორტისთვის
- 250გ ბრინჯი
- 300გ წყალი
- 2 სუფრის კოვზი ბრინჯის ძმარი
- ნორი
- 1 კიტრი
- 1 ავოკადო
- 300გ ნაღების ყველი
- 250გ ნაკლებად მარილიანი თევზი
- სიმითის მარცვალი
სოუსისთვის
- 1 სუფრის კოვზი ძმარი 9%
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 2 სუფრის კოვზი წყალი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
მოზმადება
1.ბრინჯის სწორად მომზადება უმთავრესია. ის უნდა გამოვიდეს წებოვანი.
უმჯობესია სპეციალურად სუშის ბრინჯი გამოიყენოთ. კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით. სქელ ქვაბში ჩაყარეთ ბრინჯი, დაასხით 300გრ წყალი, დააფარეთ თავსაფარი და აადუღეთ.
2.ადუღების შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და მოხარშეთ ბრინჯი 10-15 წუთი. გამორთეთ ცეცხლი და თავდაფარებულ მდგომარეობაშ დატოვეთ 15 წუთი. ცხელს მასას დაუმატეთ ბრინჯის ძმარი.
ბრინჯის ძმარი სმომზადება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ. ამისათვის ძმარს დაუმატეთ წყალი, შაქარი და მარილი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ცხელ ბრინჯს. მე 2 სუფრის კოვზი გამოვიყენე.
3.დაჭერით ნორი ტორტის ფორმის ზომაზე. ფორმის გვერდები დაამუშავეთ ცხიმით.
დაჭერით კიტრი და თევზი.
4.ფომის ძირი დაფარეთ ნორით, შემდეგ გადაანაწილეთ ბრინჯი.დატკეპნეთ.
5.ბრინჯზე მოათავსეთ ნახევარი ნაღების ყველი. შემდეგ კიტრი და შეგიძლიათ ავოკადოც. დააფარეთ ნორის მეორ ფენა. შემდეგ ისევ გაიმეორეთ: დატკეპნეთ ბრინჯი, ნაღების ყველი, თევზი. მოხსენით ფორმა.
6.მოაყარეთ სიმითის მარცვლები.
7.უგემრიელესი ტორტი მზად არის!
გერიელად მიირთვთ!