სოუსი, რომელიც ქათმის ღვიძლს თავდავიწყებით შეგაყვარებთ – არ გჯერათ? ვცადოთ!

1522

ასე მოხდა, რომ გემრიელი, ნოყიერი და ვიტამინებით სავსე ღვიძლი ყველას არ მოეწონა. სპეციფიური სურნელი, მკვრივი სტრუქტურა, სიმწარის შეგრძნება. . . ამ რპოდუქტის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეიცვლება თუ თქვენ მას არაჟნის სოუსში მოამზადებთ.

ინგრედიენტები

  • 500გ ქათმის ღვიძლი
  • 100გ ნიგოზი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 0,5 ჩაის კოვზი კარრი
  • 100გ კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი სანელებლები
  • მარილი
  • კამა და ოხრახუში

მომზადება

1.გაასუფტავეთ ღვიძლი, მოაყარეთ მარილი, სანელებლები და ამოავლეთ ფქვილში.

2.რათა ღვიძლი გამოვიდეს ნაზი ის შეგიძლიათ წინასწარ დაალბოთ ცივრ რძეში. თუ რძე არ გიყვართ, მაშინ გამოიყენეთ წყალი, მოაყარეთ სანელებლები.

3.დაჭყლიტეთ ნიორი.

4.მოთუშეთ ზეთზე, დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და შეწვით 3-4 წუთი.

5. ნიგოზს დაუმატეთ არაჟნის და ფქვილის ნარევი.

6.მოაყარეთ მარილი და კარრი. დაელოდეთ ადუღებას.

7.არაჟანში მოათავსეთ ღვიძლი, დააფარეთ თავსაფარი და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი.

8.მოაყარეთ დაჭრილი მწვანლი.

გემრიელად მიირთვით!