ბოშების საოცარი რეცეპტი -ღვეზელი კვერცხის და ლორის შიგთავსით, არ გამოტოვოთ!

713

დღეს გაგიზიარებთ ბოშების რეცეპტს, რომელმაც მე ძალიან მომხიბლა. ჩემი მეზობელი გალინა ხშირად მაგემოვნებინებს მის მომზადებულ კერძებს, ვაღიარებ საოცარი ხელი აქვს.

განსაკუთრებით მომწონს მისი მომზადებული ღვეზელები, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ.

ეს რეცეპტი ნამდვილად გაგახსენებთ ძველ დროს. გალინა ძველი ტრადიციების ერთგული მიმდევარია. რეცეპტიც დედამისისგან გადმოეცა მემკვიდრეობით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რეცეპტმა წლების გამოცდას გაუძლო და ჩვენამდე მოვიდა.

გალინა შიგთავსად კვერცხს, ხახვს და ლორს იყენებს. თქვენ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეცვალოთ ინგრედიენტები.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 320გ ხორბლის ფქვილი
  • 200მლ თბილი რძე
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 6-7გ საფუარი
  • 3 ჩაის კოვზი შაქარი
  • 2-3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 7-8 მოხარშული კვერცხი
  • 50გ მწვანე ხახვი
  • 200გ ხახვი
  • 100გ ლორი
  • 0,5 ჩაის კოვზი მშრალი ნიორი
  • 1/3 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 500მლ მცენარეული ზეთი

ცომის მომზადება

1.გაცერით ფქვილი, გააცხელეთ რძე (უნდა იყოს თბილი).

2.ფქვილს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი. მშრალი საფუარი მოაყარეთ რძეს,მოურიეთ, დაელოდეთ 5 წუთი, შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და ისევ დაასვენეთ 5 წუთი.

3.რძის და ფქვილის მასები შეაერთეთ. მოასხით მცენარეული ზეთი და კარგად მოიზილეთ მასა.

4.დაელოდეთ 5 წუთი ცომის ამოფუებას და ისევ ჩაზილეთ.

ცომი უნდა გამოვიდეს რბილი, ელასტიური, ფაფუკი, წებოვანი. ცომი მოათავსეთ ჯამში, დააფარეთ პაკეტი და თბილ ადგილას დატოვეთ 40-60 წუთი.

შიგთავსი

1.ამასობაში მოვამზადოთ შიგთავსი. დაჭერით ლორი კუბიკებად, ხახვი დააქუცმაცეთ. ცივ ტაფაზე მოათავსეთ ლორი, საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ.

2.მოხარშული კვერცხი დაჭერით კუბიკებად. დაუმატეთ დაქუცმაცებული მწვანე ხახვი.

3.გაყავისფრებული ლორი მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე. ცხიმიან ტაფაზე დაყარეთ ხახვი და აუწიეთ ცეცხლს. მოთუშეთ 3 წუთი.

4.მზა ხახვიც ქაღალდის ხელსახოცზე გადაიტანეთ. ცხიმის გამოწურვის შემდეგ დაუმატეთ ხახვი კვერცხს. ლორი დააქუცმაცეთ და დაუმატეთ შიგთავსის მასას. მოაყარეთ მშრალი ნიორი, წიწაკა, მარილი. მოურიეთ.

ააწყეთ

1.სამუშაო მაგიდას წაუსვით ცხიმი და დაამუშავეთ ცომი. გააბრტყელეთ, მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით.

2.დაამრგვალეთ ცომის ნაწილები, დააფარეთ ქაღალდი და დაელოდეთ 5 წუთი.

3.ცხიმიანი ხელით დატკეპნეთ ცომი და მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი შიგთავსი. მჭიდროდ დააფიქსირეთ კუთხეები.

4.შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. მზა ღვეზელები მოათავსეთ ხელსახოცზე.

აი ასეთ მადისაღმძვრელი ღვეზელები უნდა გამოგივიდეთ!

გემრიელად მიირთვით!