სოტე ბოსტნეულით და ბადრიჯნით

1044

იტალიის მოსახლეობა ძალიან სტუმართმოყვარე და კეთილშობილები არიან. იქ ძალიან პოპულარულია ბოსტნეულის და ბადრიჯნის სოტე. მარტივი მომზადების წესი და საოცარი კერძი უკვე მაგიდაზეა!

გამოყენებული პროდუქტები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებენ. არაჟნსი ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაღების ყველი “მასკარპონე”. არომატის გასაძლიერებლად დაუმატეთ ბაზილიკი და სხვა სანელებლები.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 3 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • პომიდორი 3 ცალი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ყველი 70-100გ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.დაჭერით ხახვი და წიწაკა კუბიკებად. გააცხელეთ დაფა და მოშუშეთ ბოსტნეული.

2.გაასუფთავეთ ბადრიჯანი და დაჭერით კუბიკებად. პომიდორს მოასხით ცხელი წყალი და რამდენიმე წუთში მოასხით ცივი წყალი. ამ მეთოდით მას ქერქი ადვილად მოშორდება.

3.ტაფაზე მოათავსეთ ბადრიჯანი, მოურიეთ და თავდახურულ მდგომარეობაში მოამზადეთ 5-7 წუთი. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი. მოთუშეთ 5 წუთი.

4.მოაყარეთ მარილი, წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი და ერთი კოვზი არაჟანი. მოურიეთ და მოაყარეთ გახეხილი ყველი. გადმოიტანეთ ცეცხლიდან, დააფარეთ თავზე და დატოვეთ 5 წუთი, რათა გალღვეს ყველი.

გემრიელად მიირთვით!