სოკოს მწვადი შამფურზე: პიკნიკისთვის იდეალურია!

73

შამფურზე შემწვარი სოკო ძალიან უხდება ხორცს, მაგრამ თუ გავაერთიანებთ ქამა სოკოს და ფარშს, მივირებთ საოცრებას.

ინგრედიენტები

  • 1,2კგ ქამა სოკო
  • 500გ ქათმის ფარში
  • ხახვი
  • შებოლილი პაპრიკა, მშრალი ნიორი, მარილი და წიწაკების მიქსი
  • მწვანილი

როგორ მოვამზადოთ სოკოს მწვადი

ყველა მწვანილი (მე ვიყენებ მწვანე ხახვს, ოხრახუშს და ქინძს) დაჭერით წვრილად ხახვთან ერთად. მოაყარეთ მწვანილი ფარშს და მოურიეთ. მოაყარეთ მარილი, წიწაკების ნარევი, პაპრიკა და ნიორი. დაასხვენეთ ცოტახანი.

ცალკე მოვამზადოთ სოუს-მარინადი: 50მლ ზეთს დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი სოუსი ტერიაკი, ნეხევარ-ნახევარი ჩაის კოვზი წიწაკების ნარევი და მარილი.

მოაშორეთ სოკოს ფერი და ამოავსეთ გულსართით.

აკინძეთ მწვადი შამფურზე. წაუსვით მომზადებული სოუს-მარინადი.

მოამზადეთ და დატკბით!