სოკოს ახლა მხოლოდ ასე ვამზადებ. იდეალური გემო

2423

სოკო ძალიან პოპულარული პროდუქტია ჩვენთანაც და საზღვარგარეთაც. მას სხვადასხვა კერძებში ამატებენ ან ცალკე დამოუკიდებელ კერძად ამზადებენ – ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან გემრიელი გამოდის. ყველაზე ადვილი კი სოკოს შეწვაა.

როგორც წესი, სოკოს ხახვთან ერთად ვწვავთ. დღეს “გასტრონომიას” რედაქცია გთავაზობთ, მოამზადოთ სოკო ისე, რომ კერძმა ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრა დაამშვენოს. პატარა ხრიკები მას შეუდარებელ გემოსა და არომატს შესძენს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქამა სოკო
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • 2-3 ს.კ. თეთრი მშრალი ღვინო
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით სოკო.
  2. დაასხით ტაფაზე ზეითუნის ზეთი.
  3. ჩააგდეთ ზეთში დაჭეყეტილი ნიორი და დაელოდეთ 1-2 წუთი, სანამ ის არომატს არ გამოუშვებს.
  4. შემდეგ დაყარეთ სოკო და შეწვით სანამ ყავისფერ ფერს არ მიიღებს.
  5. დაასხით ღვინო და მოთუშეთ, სანამ სითხე არ აორთქლდება. დაამატეთ მარილი და გემრიელად მიირთვით!

კერძი უფრო სადღესასწაულო რომ გამოვიდეს, შეარჩიეთ პატარა ქამა სოკოები და შეწვით დაუჭრელად. მოამზადეთ კერძი ამგვარად და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!