სახლში მომზადებული შოკოლადისა და ალუბლის უგემრიელესი ნაყინი

1414

ძალიან გემრიელი და მსუყე, მდიდარი გემოთი გაჯერებული – აი, ასეთია ჩვენი შოკოლადისა და ალუბლის ნაყინი. სახლში მომზადებულ ნაყინს არაფერი შეედრება, სულ რომ  არაფერი, ის მაინც გეცოდინებათ რითი მოამზადეთ, ასე კი თქვენს პატარებს, შეგიძლიათ თამამად შესთავაზოთ უსაფრთხო დესერტი.

ინგრედიენტები:

  • 12 დიდი კვერცხის გული
  • 150 გ შაქარი
  • 625 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 2 ფინჯანი რძე
  • 2 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
  • 125 გ თეთრი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი
  • 1 ფინჯანი ახალი ან დაკონსერვებული ალუბალი, კურკაგამოცლილი, შეიძლება ჩირიც
  • 75 გ ფსტა, მოხალული და მსხვილად დაკეპილი
  • 1/2 ფინჯანი (30 გ) ქოქოსის ფანტელი
  • 125 გ შავი შოკოლადის მსხვილად დატეხილი

მომზადების წესი:

  1. 2 ლიტრიან პუდინგის ჭურჭელში ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ 5 სმ გარეთ გადმოიკეცოს.
  2. საშუალო ზომის ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კრემის სისქის გოგლიმოგლი.
  3. დიდ ქვაბში ჩაასხით ნაღები და რძე, დაუმატეთ ვანილის ჩხირის გული, შემოდგით საშუალო სიმაღლის ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  4. თანდათან ჩაასხით გოგლიმოგლი, კარგად მოურიეთ, ჩააბრუნეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე შემოდგით, დატოვეთ ოდნავ შესქელებამდე. არ უნდა ადუღდეს.
  5. თეთრი შოკოლადი დიდ ცეცხლგამძლე თასში ჩადეთ, დაასხით დაახლოებით 2 ფინჯანი (500 მლ ) ცხელი ნაღების ნაზავი და მორევით გაადნეთ.
  6. გაწურეთ წმინდა საწურში და შედგით მაცივარში დაახლოებით 30 წუთით. შემდეგ ჩაასხით ნაყინის აპარატში და თქვიფეთ ინსტრუქციის მიხედვით, გაყინვამდე.
  7. დაუმატეთ ალუბალი, ფსტა და ქოქოსი.  კიდევ 1 წუთი თქვიფეთ.
  8. ნაყინი გადაიტანეთ წინასწარ მომზადებულ ჭურჭელში, თავზე გადააფარეთ კიდეებზე გადაკეცილი სამზარეულოს ცელოფანი და მთელი ღამით გაყინეთ.
  9. შავი შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. შეაგრილეთ. გამოიღეთ ნაყინი საყინულიდან, გადაიტანეთ თეფშზე და მოაცალეთ ქაღალდი.
  10. მოასხით გამდნარი შოკოლადი და ისევ გაყინეთ, სანამ შოკოლადი არ გამკვრივდება.
  11. ცხელი დანით დაჭერით ულუფებად და მაშინვე მიიტანეთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!