საუკეთესოდ მომზადებული ღორის ხორცი

696

ამ პერიოდში, ჩვენ ყველა ვცდილობთ საახალწლო განწყობის შექმნას. საუკეთესო კერძზე უკეთ, ამ განწყობას დარწმუნებული ვარ ვერავინ შეგვიქმნის!

ღორის ხორცი საკმაოდ მძიმე პროდუქტად ითვლება, რომელსაც ყოვედღიურად არგამოვიყენებთ. ძირითადად მისგან მომზადებულ კერძებს სადღესასწაულო მაგიდებზე ვხვდებით.

დღეს ჩვენ ძალიან მარტივს, მაგრამ უგემრიელეს კერძს გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • 2კგ ღორის ხორცი
  • 2 სუფრის კოვზი მდოგვი
  • 5 ნიგოზი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 10 კბილი ნიორი
  • 200გ შავი ქლიავი
  • ზღვის მარილი
  • შავი წიწაკა
  • წითელი მწარე წიწაკა
  • სანელებლები

მომზადება

1.შავი ქლიავი აუცილებლად უნდა გამოაშროთ. გაჭერით და მასში მოათასვეთ ნიგოზი.

2.სანელებლები ერთმანეთს კარგად გადაურიეთ, დაუმატეთ მარილი. გასუფთავებული ნიორი და ქლიავი ამოავლეთ ამ მასაში.

3.გარეცხეთ ხორცი, ჩაჭერით რამდენიმე ადგილას. ეს ადგილები ამოავსეთ ნივრით და ქლიავით.

4.სანელებლებს დაუმატეთ თაფლი, მდოგვი და კარგად მოურიეთ. მიღებული მინანქარი მოასხით ხორცს.

5.ორ ფენა ფოლგაში შეახვიეთ ხორცი. დარჩენილი ნიორი და ქლიავი შეახვიეთ ცალკე ფოლგაში. შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.

6.გამოაცხეთ 2 საათი 180 გრადუსზე. გამოყოფილი წვენი უნდა იყოს გამჭირვალე. 1 საათის შემდეგ, მოხსენით ფოლგა.

გემრიელად მიირთვით!