საოცრად გემრიელი და არომატული ტორტი “ციყვი”

1408

ამ ტორტს საოცარ გემოს პირდაპირ ცომში გამომცხვარი ნიგოზი აძლევს. სწორედ მის დამსახურებით, დესერტი გამოდის საოცრად გემრიელი და არომატული.

კრემი შედედებული რძით, არაჟნით და ნაღებით ძალიან უხდება ნიგვზის ფირფიტებს. ასე, რომ მოამზადეთ და თავად შეიგრძენით ეს საოცარი გემო.

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ამისათვის ცილა და გული დააცილეთ ერთმანეთს. გულს დაუმატეთ 180 გ შაქარი და ათქვიფეთ აქაფებამდე. დაუმატეთ არაჟანი, 90გ მდნარი კარაქი და მოურიეთ.

2.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი. ფრთხილად გადაურიეთ გულის მასას.

3.აქაფებამდე ათვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ 250გ შაქარი, გააგრიძელეთ თქვეფა. დაუმატეთ კაკაო და მოურიეთ.

4.დაამუშავეთ გამოსაცხობი ფორმა. დაასველეთ კოვზი და ფორმაში მოათავსეთ 1/4 გულის მასა, გადაანაწილეთ თანაბრად. ახლა კი 1/4 ცილის მასა. დაფქვით არაქისი და მოათავსეთ შემდეგ ფენად.

5.გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 25 წუთი. ამავე მეთოდით მოამზადეთ დანარჩენი 3 ფირფიტაც.

6.ათქვიფეთ დარჩენილი კარაქი, დაუმატეთ შედედებული რძე და ათქვიფეთ მის აქაფებამდე.

7.ააწყვეტ ტორტი და გააფორმეთ თქვენივე გემოვნებით. აუცილებლად დატოვეთ 6 საათი, რათა ტორტში ყველა საჭირო გემო გაიხსნას.

ტორტის გასაუმჯობესებლად სეგიძლაით გამოიყენოთ ნიგოზი, ნუში, თხილი და თქვენთვის საყვარელი პროდუქტი. გემრიელად მიირთვით!