გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი “ტულუმბების” რეცეპტი შაქრის სიროფში

3277

ჩემს ოჯახში ტკბილეული ყველას ძალიან გვიყვარს. ამიტომ ყოველდღე მიწევს ფხვიერი ორცხობილების, ვაშლის ღვეზელების ან ნებისმიერი დესერტის მომზადება.

თურქეთში დასვენების დროს დავაგემოვნეთ ტულუმბა შაქრის სიროფში. ჩემს ქმარს და შვილებს ტკბილეული ისე მოეწონათ, რომ სახლში დაბრუნებისთანავე მოვძებნე რეცეპტი და მისი მომზადება დავიწყე. ტკბილეული ძალიან გემრიელი გამომივიდა, ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდებოდა! გირჩევთ თქვენც მოამზადოთ და ოჯახის წევრები ხშირად გაახაროთ.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ხორბლის ფქვილი
  • 80 გრ კარაქი
  • 200 გრ შაქარი
  • 300 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 4 ც კვერცხი
  • 450 მლ წყალი
  • 20 მლ ლიმონის წვენი

მომზადების წესი

1. პატარა ქვაბში საშუალო ცეცხლზე აადუღეთ 250 მლ წყალი კარაქთან ერთად. შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, ხის კოვზით მუდმივად მოურიეთ და მოამზადეთ ერთგვაროვანი მოხარშული კრემი.

2. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და სათითაოდ ჩაატეხეთ კვერცხი, თითოეულს ხსის კოვზით კარგად მოურიეთ მანამ, სანამ ცომში კარგად არ გაიხსნება. მიღებული ნაზავი საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ.

3. ღრმა ტაფაში ან სხვა მოსახერხებელ ჭურჭელში გააცხელეთ მზესუმზირის ზეთი და მასში ცომის პატარა “ძეხვები” მოათავსეთ. ისინი ერთმანეთს არ უნდა შეეხოს. ოქროსფრად შეწვით ტკბილეული ყველა მხარეს. მზა ტულუმბები ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ, რომ მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

4. ლიმონის წვენი და შაქარი შეურიეთ 200 მლ წყალს და საშუალო ცეცხლზე მოადუღეთ. შემდეგ ადუღეთ დამატებით 15 წუთით.

5. ტულუმბები სიროფში ჩაალაგეთ და გააჩერეთ 10 წუთით.

მიირთვით დესერტი ჩაისთან ან ყავასთან. ტულუმბებს შეგიძლიათ შოკოლადი მოასხათ ან დაჭრილი კაკალი მოაყაროთ – ასე გემო უფრო გაჯერებული იქნება. გემრიელად მიირთვით!