საოცარი ყავა თაფლით

1980

თუ თქვენი დილაც იწყება ფინჯანი ყავით, შეიძლება გაგიკვირდეთ, თუ რამდენი რამ  არ ვიცით ამ მეგა პოპულარულ სასმელზე. პირველ რიგში, მისი ზომიერი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობას არა თუ ვნებს პირიქით, აუმჯობესებს კიდევაც. ამ საინტერესო ინფორმაციის შემდეგ თქვენ არ გაგიჩნდებათ შეკითხვა დალიოთ თუ არა შაქრით ან მის გარეშე.

ნატურალური ყავა თაფლთან ერთად სულაც არ ჰგავს ყავის სახლებში მომზადებულ ყავას. ინგლისში XVI საუკუნიდან ამ სასმელს იყენებენ ვირუსებთან საბრძოლველად. ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უძველეს რეცეპტს, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ.

თაფლიანი ყავის სასარგებლო თვისებები

ყველას გვსმენია, რომ ყავა ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას, მაგრამ ეს მხოლოდ მითია. დღეში ორი ფინჯანი ყავა მასტიმულირებლად მოქმედებს გული-სისძარღვთა სისტემაზე, რაც ასევე ამცირებს გულის შეტევის რისკს. თვითონ ყავა არ არის მავნე, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით მის დანამატ შაქარზე. ამ დამატკბობლის შეცვლა მარტივად შეგვიძლია სასარგებლო თაფლით.

თაფლი შედგება 60% გლუკოზისა და ფრუქტოზისაგან, დანარჩენი 10% სხვა შაქრებია, იმ დროს როცა ვიტამინების და მინერალების რაოდენობა  სულ რაღაც 4%. მაგრამ ეს არის ბუნებრივად წარმოქმნილი შაქარი. ჩვეულებრივ შაქარს მასთან საერთო არ აქვს, რადგან ის სინთეზურია.

თაფლსა დს შაქარს შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ თაფლს ორგანიზმი გაცილებით მარტივად ითვისებს, ის არ იწვწვს ორგანიზმიდან კალციუმის განდევნას. ჩვენი სხეული მას არ ინახავს, როგორც ყოველთვის დამახასიათებელ ადგილებში, რომლებიცაა მუცელი, თეძოები და მკერდი. თუ თქვენ ყავას დამატკბილებელის გარეშე მიირთმევთ მაშინ დაფიქრდით ფინჯანშ ერთი კოვზი თაფლის დამატებაზე.

თუ თაფლს დაუმატებთ თბილ ყავას ( 40 გრადუსამდე გაცხელებულს) მაშნ თქვენ შეინარჩუნებთ იმ ვიტამინებს, რომლებიც ადუღებისას კვდებიან. ასევე არსებობს მითი, რომ თაფლი გაცხელებისას გამოყოფს მავნე ტოქსინს, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ იგივე სახის ტოქსინს სხვა ძალიან ბევრი პროდუქტი გამოყოფს, რაც მთავარია ასეთ მცირე დოზებში ის არ წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის საფრთხეს. თბილ ყავაში თაფლის დამატების მთავარი დანიშნულება ის არის რომ სრულად შევინარჩუნოთ მასში შემავალი ფერმენტები.

ვიტამინი B, რკინა , ფოსფორი და კალციუმი ამ სასარგებლო ნივთიერებებით ამდიდრებს თქვენს სასმელს თაფლი. თაფლიანი ყავა არის ანტიოქსიდანტი, კოფეინი კარგია ხველის დროს, ხოლო თაფლს აქვს დამარბილებელი ეფექტი და ხსნის ანთებით პროცესებს.

ყავის მოყვარულთათვის ეს ექსპერიმენტი იქნება ძალიან საინტერესო, კულინარიაში ამ ორი პროდუქტის შერწყმას სპეციფიურად თვლიან. თუ თქვენ მოგწონთ ყავის კლასიკური გემო, გამოიყენეთ თაფლი რბილი გემოთი ( აკაცია, სამყურ და ალფილის). თუ თქვენ გსუთ სურნელოვანი და ნოყიერი გემო, გამოიყენეთ ცაცხვის ან წიწიბურის.

არა მხოლოდ ინგლისელებს უყვართ სახლში მომზადებული ყავა საოცარი არომატით. თურქებიც ძალიან დიდი პატივს სცემენ ყავას თაფლით, ხოლო მავრები 1000 წლის წინათ იყენებდნენ მას წამლის სახით ( უმატებდნენ ასევე ნიორს). აუცილებლად მოამზადეთ და დააგემოვნეთ, ეცადთ უარი თქვათ შაქრის გამოყენებაზე.