საოცარი რეცეპტი ბადრიჯნის მოსამზადებლად

1137

ბადრიჯანი – ძალიან სასარგებლო და არანაკლებ გემრიელი ბოსტნეულია, რომლისგანაც უგემრიელესი კერძების მომზადება შეიძლება. დღეს ჩვენი რედაქცია გამორჩეულ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

შემწვარი ბადრიჯანი

ინგრედიენტები

  • 3-4 საშუალო ბადრიჯანი
  • 2 ხახვი
  • 3 კვერცხი
  • გამომშრალი სოკო
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • შავი დაფქული წიწაკა
  • არააერი მარილი

მომზადება

  1. გათალეთ ბადრიჯანი და დაჭერით კუბიკებად.
  2. ათქვიფეთ კვერცხი და მოასხით ბადრიჯანს. კარგად მოურიეთ და დააფარეთ თავზე.
  3. ერთი საათის განმავლობაში ბადრიჯანს 5-6ჯერ მოურიეთ. საბოლოოდ კვერცხი საერთოდ არ უნდა იგრძნობოდეს.
  4. მოათავსეთ ბადრიჯანი ტაფაზე და ზეთში შეწვით.
  5. დაჭერით ხახვი და მოაყარეთ ტაფაზე არსებულ მასას.
  6. მოურიეთ და შეწვით 3 წუთი.
  7. ტაფაზე დაყარეთ გამომშრალი სოკო და დაელოდე კერძის საბოლოოდ მომზადებას.
  8. მოაყარეთ სანელებლები.

გემრიელად მიირთვით!