სამარხვო კატლეტები შვრიის ფანტელით – უგემრიელესია!

1713

დღეს ჩვენ კატლეტებს მოვამზადებთ შვრიის ფანტელისგან. იმის მიუხედავად, რომ კატლეტები სამარხოა, მაინც ძალიან ნოყიერი და მადისაღმძვრელია.

ძალიან მოუხდება ბოსტნეულის სალათს.

ძალიან მარტივი ინგრედიენტები დაგვჭირდება. ცოტა დროც და საოცარი შედეგი სახეზეა.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელი
  • 1 ჭიქა ცხელი წყალი
  • 200გ კარტოფილი
  • 100გ ხახვი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • მწვანილი
  • ზღვის მარილი
  • სანელებლები
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.შვრიის ფანტელს მოასხით ცხელი წყალი, დააფარეთ თავსაფარი და დაელოდეთ 10-15 წუთი.

2.გარეცხეთ ბოსტნეული, გათალეთ, გახეხეთ ან დააბლენდერეთ.

3.შვრიას დაუმატეთ ბოსტნეული, მწვანილი და კარგად მოურიეთ.

4.მოაყარეთ მამრილი, წიწაკა და სანელებლები, ისევ მოურიეთ. მასა გამოდის წებოვანი, ამიტომაც სველი ხელით მიეცით ფორმა.

5.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით ორივე მხრიდან.

6.ბოლოს დააფარეთ თავსაფარი, ცეცხლი მინიმუმამდე დაიყვანეთ და მოთუშეთ რამდენიმე წუთი.

გემრიელად მიირთვით!

მე ხშირად ვამზადებ მსგავს კატლეტებს სოკოთი. თავდაპირველად უნდა მოთუშოთ სოკო და ბოლოს დაუმატოთ შვრიის მასას. შეგიძლიათ გამოიყენოთ გახეხილი სტაფილო.

თუ მეტად დიეტური კატლეტის მომზადება გინდათ, მაშინ შეწვის ნაცვლად გამოაცხეთ ღუმელში.