სალათი ღვიძლით “კაპრიზი”

738

ქათმის ღვიძლისგან ძალიან ხშირად ვამზადებ გემრიელ კერძებს. გადავწყვიტე საახალწლო მაგიდაზეც დამედო ღვიზლის რაიმე გემრიელი კერძი. დიდხანს ვეძებე შესაფერისი ვარიანტი და საბედნიეროდ ვიპოვე ის, რაც მინდოდა.

ქათმის ღვიძლს ბევრი არ აფასებს, მისი მძაფრი გემოს გამო. მაგრამ ამ გემოს დაბალანსება მარტივია, ამის გამო მასზე უარის თქმა არ შეიძლება.

ინგრედიენტები

  • ქათმის ღვიძლი 550გ
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი 3 ცალი
  • კიტრი 1 ცალი
  • კვერცხი 3 ცალი
  • ბარდა 300გ
  • რძე 50მლ
  • მზესუმზირის ზეთი 100მლ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი
  • ფრანგული მდოგვი 1 ჩაის კოვზი
  • ნივრის ფხვნილი 0,5 ჩაის კოვზი
  • სოიოს სოუსი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ ღვძლი, გაასუფთავეთ და დაჭერით. მოასხით სოიოს სოუსი და დაელოდეთ 15 წუთი.
  2. გაასუფთავეთ ხახვი და წვრილად დაჭერით. გახეხეთ სტაფილო მსხვილად. დაადგით კვერცხი მოსახარშად.
  3. ცხელ ზეთში შეწვით ღვიძლი 3 წუთი ყველა მხრიდან. დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
  4. ცალკე მოთუშეთ სტაფილო და ხახვი, დაუმატეთ ღვიძლს.
  5. სალათს დაუმატეთ დაჭრილი კვერცხი და კიტრი.
  6. რძე ათქვიფეთ ზეთთან ერთად შესქელებამდე. დაუმატეთ მდოგვი, ნივრის ფხვნლი, ლიმონის წვენი, მარილი და ისევ ათქვიფეთ. მოასხით სალათს და მზად არის!

გემრიელად მიირთვით!