სალათი “სტაფილო” სააღდგომო სუფრისთვის

1596

ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არის მთავარი სადღესასწაულო სალათში? პასუხი მარტივია: მორთვა. და მართლაც, ნებისმიერ დიასახლისს სურს, კერძი არამხოლოდ გემრიელი, არამედ ვიზუალურად მიმზიდველიც იყოს. თუ სადღესასწაულოდ რაიმე მსგავსი საათის რეცეპტს ეძებთ, “სტაფილო” სათქვენოა.

გარეგნულად სალათი ისე შთამბეჭდავად გამოიყურება, ნებისმიერს გაუჩნდება ინტერესი, თუ რაიმალება შიგნით. სინამდვილეში, ინგრედიენტები მარტივია, აი მოსართავი კი… დაივიწყეთ პომიდვრის “ვარდები” ან რაიმე მსგავსი, ამ ამოცანას სტაფილო და კარტოფილი გაუმკლავდება.

ინგრედიენტები

  • 3-4 ც სტაფილო
  • 2 ც კარტოფილი
  • 300 გრ ბარდა
  • 300 გრ დაკონსერებული სიმინდი
  • 150 გრ დაკონსერვებული სოკო
  • 5 კვერცხი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 1 კონა ცერეცო
  • მაიონეზი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით
    მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხები, გაფცქვენით და დაჭერით წვრილად.
  2. შეურიეთ სიმინდი, გამლღვალი ბარდა, სოკო და კვერცხი. შეანელეთ არაჟნით და შინ მომზადებული მაიონეზით.
  3. გათალეთ სტაფილო და კარტოფილი. გახეხეთ კორეული სტაფილოს სახეხით.
  4. ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი, აადუღეთ. შეწვით ზეთში ჯერ სტაფილო, შემდეგ კარტოფილი.
  5. გადაიტანეთ შემწვარი სტაფილო და კარტოფილი ფრი ქაღალდის ხელსახოცზე.
  6. აიღეთ დიდი ბრტყელი თეფში. მოათავსეთ სამკუთხედად სტაფილოს სახით უკვე შენელებული ინგრედიენტები. ზემოდან მოათავსეთ შერეული სტაფილო და კარტოფილი. სტაფილოს ფოთლების სახით მორთეთ ცერეცოს კონით. სალათი მზადაა.

გირჩევთ მირთმევამდე 15 წუთით ადრე მორთოთ, რათა კარტოფილმა და სტაფილომ იერსახე არ დაკარგოს. თუ ცერეცო არ გიყვართ, გამოიყენეთ ნებისმიერი სხვა მწვანილი. მოამზადეთ ორიგინალური სალათი, მიიღეთ უამრავი კომპლიმენტი და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!