ყოველდღიური სალათი, რომელიც ნამდვილად მოგეწონებათ

621

ინგრედიენტები

  • 200-300გ ქათმის ღვიძლი
  • 1 ხახვი
  • 2 კარტოფილი
  • 400გ სოკო
  • 3 ქათმის კვერცხი
  • 100გ მაიონეზი
  • 3 მწნილი კიტრი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 30გ ოხრახუში
  • ზღვის მარილი
  • შავი წიწაკა
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხეთ ღვიძლი და დაჭერით. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით 2-3 წუთი ორივე მხრიდან. მოაყარეთ მარილი და თავდახურული შეწვით დაბალ ცეცხლზე 4 წუთი. მთავარი არ გამოშრეს პროდუქტი.

2.კარგად გარეცხეთ სოკო და გაამშრალეთ. დაჭერით და შეწვით მშრალ ტაფაზე.

3.გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით კუბიკებად. სოკოს მოასხით ზეთი და დაუმატეთ ხახვი. შეწვით 10 წუთი.

4.მოხარშეთ კვერცხი, გაასუფთავეთ და დაჭერით.

5.კარტოფილი მოხარშეთ ან გამოაცხეთ. ამის შემდეგ მოაშორეთ ქერქი და გახეხეთ.

6.მაიონეზს დაუმატეთ მდოგვი და წიწაკა. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და მოასხით სოუსი.

გემრიელად მიირთვით!