სალათი ბულგარული წიწაკა პომიდვრის წვენში ოდესური რეცეპტით – ხრაშუნა და ტკბილი

2521
სალათი ბულგარული წიწაკა პომიდვრის წვენში ოდესური რეცეპტით - ხრაშუნა და ტკბილი
სალათი ბულგარული წიწაკა პომიდვრის წვენში ოდესური რეცეპტით - ხრაშუნა და ტკბილი

პომიდორი და ბულგარული წიწაკა არინ ბოსტნეულები, რომელთაც დისახლისები ზამთრისთვის ინახავენ, რადგან ისინი სასარგებლო, გემრიელი და ხელმისაწვდომი არიან. გასაკვირი არაა, რომ დიასახლისები ათასობით რეცეპტს იგონებენ რომ ამ ბოსტნეულის კერძები მოამზადონ.

დღეს გიამბობთ, როგორც მოამზადოთ წიწაკა პომიდვრის წვენში ოდესური მეთოდით, რომელიც პრაქტიკული რეცეპტის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას შეიცავს: სიმარტივე, უნივერსალურობა და თითოეული ინგრედიენტის სიზუსტე. წიწაკა ხრაშუნა გამოდის, ხოლო წვენი არომატული და გაჯერებული. ორი სრულყოფილი პროდუქტი ერთ კერძში.

პომიდორი ბულგარული წიწაკით 

პომიდვრის და ბულგარული წიწაკის კომბინაცია – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ეს გასაოცარი არცაა, რადგან მსგავსი სალათი ქათმის, კარტოფილის, ფაფის და სხვა ბევრ კერძს შესანიშნავად უხდება.

გემრიელი სალათის ქილა გადაგარჩენთ, როცა კარს მოულოდნელი სტუმრები მოგადგებიან ან როცა ცივ ამინდში ზაფხულის ვიტამინების მიღების სურვილი გაგიჩნდებათ, ან როცა უბრალოდ მწვადების შეწვას გადაწყვეტთ, ხოლო ახალი ბოსტნეული ხელთ არ გაქვთ. ამიტომ სეზონისთვის სალათის მომზადება  – სწორედ რომ დროულია.

ინგრედიენტები:

  • 25 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 1 კგ პომიდორი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ მარილი
  • 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ ძმარი (9%-იანი)

მომზადება

1.პომიდორი კარგად გარეცხეთ და ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. მიღებული პომიდვრის წვენს შაქარი, მარილი, ძმარი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ.

2.ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, ნახევარზე გაჭერით, თესლები მოაშორეთ. თითოეული ნახევარი ბულგარული კვლავ შუაზე გაჭერით.

3.პომიდვრის წვენი დიდ ქვაბში გადაიტანეთ და ცეცხლზე დადგით. ადუღებამდე მიიყვანეთ და დაჭრილი ბულგარული წიწაკა დაუმატეთ.

4.როცა მზად იქნება, ბულგარული წიწაკა წინასწარ სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, ზემოდან პომიდვრის წვენი დაასხით და მოხუფეთ. ქილები გააგრილეთ და შემდეგ შეგიძლიათ სარდაფში ან საკუჭნაოში შეინახოთ.

ბულგარული წიწაკა პომიდვრის წვენში ოდესური რეცეპტით ძალიან ტკბილი და ხრაშუნა გამოდის – სულ არ ჰგავს ჩვეულებრივ რეცეპტის, სადაც ბოსტნეული რბილი გამოდის, ზოგჯერ კი ბოსტნეულის პიურეს ვღებულობთ. წვენი არომატული და გაჯერებული გამოდის, ამიტომ შეგიძლიათ სხვა კერძებს დაუმატოთ ან უბრალოდ დალიოთ.

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!