სალათა “საზამთრო” ნამდვილად შექმნის თქვენს სუფრაზე საზაფხულო განწყობას

1349

ახალი წელი მოდის, ზოგი დიასახლისი უკვე აგროვებს ახალი კერძების ნუსხას. გასტრონომია ულამაზესი სადღესასწაულო სალათის რეცეპტს გთავზობთ, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს მენიუში.

ინგრედიენტები: 

  • 100 გრ მოხარშული ქათმის ფილე
  • 100 გრ ხმელი ყველი
  • 1/2 ქილა უკურკო ზეთისხილი
  • 1 ცალი კიტრი
  • 2 პამიდორი
  • მაიონეზი გემოვნებით

მომზადების წესი:

1.ქათმის ფილე დავჭრათ პატარა კუბიკებად. ზეთისხილი დავჭრათ რგოლებად. ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე (შევინახოთ ცოტაოდენი ზეთისხილი და გახეხილი ყველი მოსართავად). ხორცს, ზეთისხილს და ყველს, დავასხათ მაიონეზი, კარგად ავურიოთ. გადავიტანოთ დიდ ბრტყელ თეფშზე და მივცეთ საზამთროს ნაჭრის ფორმა.

2.კიტრს გამოვაცალოთ გული, თესლი და დარჩენილი ნაწილი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. პამიდორს გამოვაცალოთ  რბილობი, თესლი და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. დარჩენილი ზეთისხილი გავჭრათ ოთხ ნაწილად.

3.თეფშზე დადებულ სალათზე საზამთროს ნაჭრის მსგავსად დავაწყოთ პამიდორი, გარშემო შემოვაწყოთ გახეხილი კიტრის ნაჭრები ისე, რომ მიიღოს საზამთროს ნაჭრის ფორმა. საზამთროს კურკების მსგავსად პამიდვრის ნაჭრებზე დავაწყოთ ოთხად გაჭრილი ზეთისხილი.