საზამთროს მურაბა – ოქროსფერი, ხრაშუნა და ისეთივე გემრიელი, როგორც მარმელადი

5147

ტრადიციული მეთოდით საზამთროს მურაბის მოსამზადებლად სქელქერქიანი  საზამთრო უნდა შევარჩიოთ. დაგვჭირდება, აგრეთვე, კირი და შაბი. მურაბა არც ისე მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ დაჭრილი და გამზადებული საზამთროს ქერქი
  • 2 მუჭა კირი
  • 1 სათლი წყალი
  • შაბი – გემოვნებით

ვაჟინისთვის 

  • 1100 გ შაქარი
  • 2 ჭიქა წყალი
  • მწიკვი ვანილი
  • 5 მარცვალი ილი

მომზადების წესი:

  1. საზამთროს ქერქს მოვაჭრათ მწვანე ნაწილი და გული, დავჭრათ ფიგურული დანით 2-3 სმ კუბებად და დავჩხვლიტოთ ჩანგლით.
  2. კირი გავხსნათ წყალში და ჩავყაროთ საზამთროს ქერქები. ხანდახან ამოვურიოთ, რომ კირი არ დაილექოს. ასე დავტოვოთ 2 საათის განმავლობაში.
  3. შემდეგ საზამთროს ქერქები ამოვიღოთ კირიდან და გადავავლოთ წყალი. ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და 10 წუთი ვადუღოთ.
  4. საზამთროს ქერქებს წყალი გადავუწუროთ. ცალკე ავადუღოთ წყალი, შევურიოთ იმდენი შაბი, რომ მწკლარტე გემო ჰქონდეს და ჩავაწყოთ საზამთროს ქერქები. ვადუღოთ 5-10 წუთის განმავლობაში.
  5. საზამთროს ქერქები შაბიანი წყლიდან ამოვიღოთ, კვლავ დავასხათ უბრალო, ადუღებული წყალი და ვადუროთ 5 წუთი.
  6. საზამთროს ქერქები ქვაბში მოვათავსოთ. ფენა-ფენა მოვაყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი და თავდახურული, საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. დავუმატოთ ვანილი და ილი და 5 წუთი კიდევ ვადუღოთ.
  7. ადუღების შემდეგ, ოდნავ შეაგრილეთ და გადაიტანეთ ქილებში.