საბავშვო დამარინადებული კიტრი ძმრის გარეშე

1141

დღეს ჩვენ კიტრს ძმრის გარეშე დავამწნილებთ, რადგან ბავშვებისთვის უსაფრთხოდ ვაქციოთ.

ინგრედიენტები 3ლ ქილაზე არის გათვლილი.

არ დაგავიწყდეთ ქილების დამუშავება, ამისათვის უამრავი ხერხი არსებობს: დაორთქვლა, ცხელი წყლით ან მიკროტალღურ ღუმელში.

ინგრედიენტები

  • კიტრი 2კგ
  • შაქარი 5 სუფრის კოვზი
  • მოცხარის ფოთოლი 2 ცალი
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • შავი წიწაკა 3 ცალი
  • მარილი 2 სუფრის კოვზი
  • ლიმონის მჟავა 1,5 ჩაის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • კამა

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ კიტრი. მოათავსეთ ქილაში მოცხართან, ნიორთან, დაფნასთან, კამასთან და წიწაკასთან ერთად. დაასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ 15 წუთი.

2.გადაასხით წყალი, აადუღეთ და ისევ დაასხით 15 წუთი.

3.გადასხმული წყლისგან მოამზადეთ მარინადი. ამისათვის დაუმატეთ მარილი, ლიმონის მჟავა და შაქარი. აადუღეთ მასა და აავსეთ ქილები. ქილას დააფარეთ თავსაფარი.

გემრიელად მიირთვით!