კაშკაშა და ფაფუკი ჭარხლის ბლინები: გააოცეთ სტუმრები შესანიშნავი დესერტით

1013

ამ კერძის მოსამზადებლად თავად ჭარხალი კი არა, მისი ნახარში დაგჭირდებათ. ამისათვის, მოხარშეთ გათლილი ჭარხალი, 1 მწიკვი ლიმონის მჟავისა და 2 წვეთი ძმრის დამატებით. ნახარში ცომს საინტერესო მიწითალო-მონარინჯისფრო ფერს მისცემს. მზა ბლინები ძალიან ფაფუკი და გემრიელი გამოდის.

ჭარხლის სპეციფიური გემოს ჩასაცხრობად, დაუმატეთ ცომს ცოტაოდენი ვანილი. მიირთვით ბლინები არაჟანთან ან კეფირთან.

ინგრედიენტები

  • 500 მლ ჭარხლის ნახარში
  • 3 კვერცხი
  • 250 გრ ფქვილი
  • 90 გრ შაქარი
  • 10 გრ მარილი
  • 0,8 ჩ.კ. მანდარინის ცედრა
  • 40 მლ ზეთი
  • 12 გრ საფუარი
  • 130 მლ კეფირი
  • 25 გრ შაქრის პუდრი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და შაქრის უმეტეს ნაწილთან.

2. თბილ ჭარხლის ნახარშში (100-130 მლ) ჩაყარეთ საფუარი და დარჩენილი შაქარი, მოურიეთ და დადგით 5-10 წუთით.

3. კვერცხის მასას დაუმატეთ დარჩენილი ჭარხლის წვენი, ათქვიფეთ კარგად და შეურიეთ საფუარის მასას.

4. თანდათანობით დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მანდარინის ცედრა და კარგად მოურიეთ.

5. დადგით ცომი 30 წუთით, რათა ამოვიდეს. შემდეგ დაუმატეთ ხეთი, მოურიეთ და კიდევ 10-15 წუთით დატოვეთ.

6. გამოაცხვეთ ბლინები ორივე მხრიდან გახურებულ, ზეთწასმულ ტაფაზე.

7. მოამზადეთ ტკბილი სოუსი: სქელ ცივ კეფირს დაუმატეთ შაქრის პუფრი და 0,3 ჩ.კ. მანდარინის ცედრა და ათქვიფეთ.

8. მოასხით ბლინებს ტკბილი სოუსი და გემრიელად მიირთვით!

სურვილისამებრ, შეგიძლიათ ბლინები შაქრის გარეშე მოამზადოთ და საყვარელ შიგთავსთან მიირთვათ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!