გასტრონომიას რედაქცია გთავაზობთ უგემრიელეს სააღდგომო კულიჩის რეცეპტს, რომელიც, იმედი გვაქვს, დაიმსახურებს თქვენს მოწონებას.
ინგრედიენტები:
- 12 ჭიქა ფქვილი
- 3 ჭიქა ახალი რძე
- 50 გ საფუარი
- 2 ჭიქა შაქარი
- 7 კვერცხი
- 1/2 ჭიქა კარაქი
- 1/2 ჭიქა ქიშმიში
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- საფუარი გავხსნათ რძეში, დავუმატოთ ფქვილის ნახევარი და ასაფუებლად ცომი დავდგათ თბილ ადგილზე.
- შაქარს დავუმატოთ 5 კვერცხის გული, მარილი და მოვურიოთ.
- აფუებულ ცომს დავუმატოთ კვერცხის გულის ნარევი, 2 მთლიანი კვერცხი, დავასხათ გამდნარი კარაქი, დავუმატოთ ქიშმიში და გავაჩეროთ ერთი ღამე. დილით ცომი ისევ გადავზილოთ, ცოტა ხნით გავაჩეროთ, გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში, დავაცადოთ ცომს ამოსვლა და გამოვაცხოთ.
- გაცივებული კულიჩი მოვრთოთ შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის ცილით.