ბევრი სამარხვო თაფლაკვერის მომზადება კარგი გადაწყვეტილებაა. ასეთი გემრიელი ცომეული ჰერმეტულ შეფუთვაში 3 კვირა ძლებს. ამ დროში სანელებლების არომატი სრულად იხსნება, ძალიან ფერადი და გაჯერებული ხდება.
თუ თავს იმტრევთ ფიქრით, რა მოამზადოთ დესერტად მარხვის პერიოდში, დღევანდელი თაფლაკვერის რეცეპტი ნამდვილი აღმოჩენაა. ამ ცომეულს რძე, კვერცხი და კარაქი არ სჭირდება.
როგორ მოვამზადოთ სამარხვო თაფლაკვერები
თაფლაკვერის გემო რომ გაამრავალფეროვნოთ, სხვადასხვა დანამატებით ექსპერიმენტები ჩაატარეთ. ნიგოზი წვრილად დაჭერით და ტაფაზე მოხალეთ. ალუბლის ჩირიც გამოგადგებათ. თაფლიანი ცომისთვის დიდებული დანამატია.
ინგრედიენტები:
- 500 გ ხორბლის ფქვილი
- 280 გ წყალი
- ვანილი გემოვნებით
- მწიკვი მარილი
- 70 გ მზესუმზირის ზეთი
- 330 გ შაქარი
- 90 გ თაფლი
- მწიკვი მუსკატის კაკალი
- 8 გ გამაფხვიერებელი
მომზადების წესი:
1. ცომი მოამზადეთ. სქელძირიან ქვაბში 180 გ სუფთა წყალი ჩაასხით. 30 გ შაქარი და ყვავილების თაფლი დაუმატეთ. ნარევი ზომიერ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. შაქრის გახსნამდე ქურაზე გააჩერეთ. მორევა არ დაგავიწყდეთ.
2. ცხელ ნარევს მზესუმზირის ზეთი ჩაასხით. კარგად აურიეთ და ოდნავ შეაგრილეთ.
3. ხორბლის ფქვილი გაცერით. გამაფხვიერებელი, ვანილი, მუსკატის კაკალი და მარილი დაუმატეთ. ცხელი თაფლიანი ნარევი ჩაასხით. ერთიანი მასა მოზილეთ. პარკი დააფარეთ და 2 საათით მაცივარში შეინახეთ.
4. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომი 2 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. სასურველი ფორმები გამოჭერით.
5. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ცომის ნამზადი გადაიტანეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ.
6. ჭიქური მოამზადეთ. დარჩენილი შაქარი ქვაბში ჩაყარეთ. 100 გ სუფთა წყალი ჩაასხით. სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ. 5-7 წუთით ხარშეთ, მუდმივად ურიეთ. შემდეგ ქურას მოაშორეთ.
7. თბილი თაფლაკვერები ღრმა ჭურჭელში გადაიტანეთ. ჭიქური უხვად მოასხით. ფრთხილად გადაატრიალეთ, რომ შაქრიანი სიროფით ბოლომდე დაიფაროს. გისოსზე დააწყვეთ და სრულ გამაგრებამდე გააჩერეთ.
თუ გსურთ, რომ ცომეულზე ძალიან სქელი ჭიქური იყოს, თაფლაკვერები მასში 2–3–ჯერ ამოავლეთ. გახსოვდეთ, რომ შაქრიანი ნარევი აუცილებლად თბილი უნდა იყოს. ყოველი ჩაწობის შემდეგ ჭიქური ბოლომდე გააშრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ისევ ამოავლეთ.