ქათმის დახვეწილი და განსხვავებული სალათი სოუსით

620

ქათმის სალათები ძალიან პოპულარული გახდა. ეს განპირობებულია იმით, რომ ამ სახის ხორცი მარტივად და შედარებით სწრაფად მზადდება ვიდრე სხვა. ძალიან უხდება ბოსტნეული, ხილი, ყველი, სოკო და ნიგოზი. დღეს მე ოდნავ განსხვავებული ქათმის სალათი მინდა შემოგთავაზოთ.

ინგრედიენტები

  • 700გ ქათმის ფილე
  • 4 ხახვი
  • 300გ კეჩუპი
  • მცენარეული ზეთი

მარინადისთვის

  • 150მლ 9% ძმარი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • შავი წიწაკის 6 მარცვალი
  • 3-4 დაფნის ფოთოლი
  • 600მლ წყალი

მომზადება

1.დაჭერით ფილე.

2.მოათავსეთ ჯამში და დაასხით ცხელი წყალი.

3.30 წუთის შემდეგ გათეთრებული ხორცი თუშფალანგზე გადაიტანეთ.

4.ქვაბში მოათავსეთ მარინადისთვის საჭირო ინგრედიენტები. ცეცხლზე მოათავსეთ 5 წუთი. ჩაასხით ძმარი და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

6.ამასობაში დაჭერით ხახვი.

7.ცხელ ტაფაზე მოათავსეთ ხახვი და მოთუშეთ ზეთში.

8.ხახვს დაუმატეთ კეტჩუპი და მოთუშეთ.

9.გადაასხით მარინადი და ხორცს დაუმატეთ ხახვის მასა.

გემრიელად მიირთვით!