რჩევა, როგორ მოამზადოთ ნებისმიერი, თუნდაც მდინარის თევზი უსუნოდ

670

თევზის ხორცი იმდენად რბილია, რომ დანის გარეშე მიირთმევენ. წვნიანი, რბილი და დამახასიათებელი ნაზი გემოთი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ღორის, ძროხის ან ქათმის ხორცზე უკეთ ინელებს. მაშინ რატომ არის ნაკლებად პოპულარული? მიზეზი თევზის ცხიმშია, რომელიც ყველას არ მოსწონს. ეს არ აშინებს მათ, ვინც იცის, როგორ მოამზადოს თევზი უსუნოდ.

კარგ რესტორანში ამ დეტალს ყურადღებას აქცევენ და მარტივ ხრიკს იყენებენ. ხრიკი გამოგადგებათ როგორც ზღვის თევზთან, რომელსაც ნაკლებად მძაფრი სუნი აქვს, ასევე მდინარის თევზთან, რომელსაც დამახასიათებელი შლამის სუნი აქვს. ამისთვის ცოტა ხახვი და სტაფილო დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 2 კობრი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ჩ/კ კურკუმა
  • 1 ჩ/კ ქინძი
  • 1 ხახვი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 4 ს/კ სიმინდის ფქვილი
  • დაფნის ფოთოლი გემოვნებით
  • 0,4 ლიმონი
  • 1 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 1 ჩ/კ ბეგქონდარა
  • 130 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 1 სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • 200 მლ წყალი
  • ბაჰარის წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ნებისმიერი თევზი შეგიძლიათ აიღოთ, მაგალითად, ხეკი ან მინტაი. გაასუფთავეთ, გამოშიგნეთ, სტეიკებად დაჭერით და ლიმონის წვენში, ქინძში, კურკუმაში, ბეგქონდარაში, მარილსა და წიწაკაში დაამარინადეთ. 2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ და ნახევარი საათით მარინადში გააჩერეთ.

2. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და თევზის სტეიკები მოათავსეთ. წინასწარ სიმინდის ფქვილში ამოავლეთ. ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

3. თევზი ტაფიდან გადმოიღეთ და ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ. დარჩენილ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო შეწვით.

4. 200 მლ ცხელი წყალი დაუმატეთ, აურიეთ და თევზი ტაფაზე დააბრუნეთ. თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე კიდევ 15 წუთით მოშუშეთ. მზადაა!

ამ სიტუაციაში არა მხოლოდ ხახვი და სტაფილო დაგეხმარებათ. ზოგი ტაფას რამდენიმე კარტოფილის ნაჭერს უმატებს, ზოგი მარცვლეულს იყენებს. ეს პროდუქტები მძაფრ არომატს იწოვენ და არბილებენ. ამ მეთოდით მომზადებული თევზი მოშუშვის წყალობით უფრო ნაზი გამოდის. ამ ხრიკი გამოყენებას გირჩევთ, როცა თევზის ტაფაზე შეწვას გადაწყვეტთ.