როგორ შევინახოთ პომიდორი ახალ წლამდე: მარტივი და გამოცდილი ხერხი!

1595

დღეს ჩვენ საოცარ ხერხს გასწავლით, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.

ჩვენ დღეს არ გამოვიყენებთ მარილს, წყალს და ძმარს!

პომიდორი ყველას ყვარს, ამიტომაც არაფერი ჯობს ზამთარში ახალი პომიდვრის სალათის მომზადებას.

აუცილებლად ყურადღებით შეარჩიეთ პომიდორი: საშუალო, დაზიანებების გარეშე, მწიფე.

ინგრედიენტები 3ლ ქილისთვის

  • 5-6 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი
  • პომიდორი

მომზადება

1.გაასტერილეთ ქილები. გარეცხეთ და გააშრეთ პომიდორი.

2.ქილაში ჩაყარეთ ფხვნილი.

3.მოათავსეთ 1 ფენა პომიდორი, არ დააჭყლიტოთ ერთმანეთს, ისევ მოაყარეთ მდოგვის ფხვნილი.

4.ამოავსეთ ქილა, ბოლოს მოაყარეთ ფხვნილი და დააფარეთ თავზე.

5.ამის შემდეგ, გადახარეთ ქილა და გააგორეთ მაგიდაზე, რათა ფხვნილი თანაბრად გადანაწილდეს.

6.შეინახეთ გრილ ადგილას.

მდოგვის ფხვნილში შემავალი ზეთი უნარჩუნებს პომიდორს პირვნდელ სახეს.

გემრიელად მიირთვით!