როგორ უნდა მომზადდეს ჯანსაღი და ნატურალური ხაჭო და ნადუღი სახლის პირობებში

4387

ვისაც სურს ხაჭოს და ნადუღის სახლში მომზადება, მათთვის ეს რეცეპტები ნამდვილად მისაღებია. ცოტა მეტი მონდომება და საკუთარი ხელით მომზადებული ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტი არასდროს გამოგელევათ.

ხაჭოს მომზადება:

  1. აადუღეთ რძე, ცოტა გააცივეთ, ნელ-თბილი რომ იქნება, გაურიეთ 2 სუფრის კოვზი ყველის შრატი ან 1 სუფრის კოვზი არაჟანი თითო ლიტრ რძეზე,  დადგით ქვაბი თბილ ადგილას 10-12 საათის შემდეგ უკვე  შედედებული რძე ჩააქუცმაცეთ დანით ან კოვზით. ქვაბი ჩადგით ნელ-თბილ ჰაერღუმელში ან თბილწყალჩასხმულ დიდ ქვაბში. ჰაერღუმელიდან დაახლოებით 5-6 საათის შემდეგ გამოიღეთ, ხოლო თბილი წყლიდან ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც მომწვანო ფერის შრატს გამოყოფს, ჩაასხით დოლბანდის პარკში. მოუკარით თავი და დაკიდეთ.
  2. ხაჭო უნდა ინახებოდეს სიგრილეში. სითბოში ის მჟავდება. სინესტეში კი ობდება. გაყინვით ხაჭოს ხარისხი ქვეითდება.
  3. კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს ექიმები უნიშნავენ ავადმყოფებს ხაჭოს მოხდილი რძიდან. ამ შემთხვევაში ხაჭო მზადდება იმავე წესით, მხოლოდ რძეს  წინასწარ უნდა მოეხადოს ნალექი.
  4. მოუხდელი რძიდან დამზადებული ხაჭო მოყვითალო ფერისაა, ხოლო მოხდილი რძიდან სრულიად თეთრი.

ნადუღის მომზადება: 

  1. ხაჭოდან სრულიად განსხვავებული პროდუქტია, ის მზადდება ყველის ამონაღები შრატის ხანგრძლივად დუღილის შემდეგ მიღებული შესქელებული ნალექის გაწურვით.
  2. ნადუღი მეტად გემრიელი, ნაზი გემოსი და ადვილად მოსანელებელი სასარგებლო საკვები პროდუქტია.
  3. ხაჭოდან, ნადუღიდან მრავალი სახის კერძები მზადდება, როგორც ჯანმრთელი ადამიანისათვის, ისე ბავშვებისათვის და ავადმყოფთათვის.

შეინახეთ და გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს!