როგორ მოვამზადოთ ჩეჩილი ყველი მარილისა და რძისგან

1413

დაწნული ყველი შესანიშნავი წასახემსებელია, რომელიც როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს უყვართ. სომხეთში ამ ყველს ჩეჩილს უწოდებენ. ჩეჩილი დამარილებული დიეტური ყველი, სულგუნის ძმაა, თუმცა საკუთარი ნაზი გემო აქვს.

იმის წყალობით, რომ ჩეჩილი ნაკლებად ცხიმიანი ან უცხიმო რძისგან მზადდება, მას 10% ცხიმიანობა აქვს. ამრიგად, ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ყველია, რომელიც შესანიშნავად შეეფერება მათ, ვინც წონაში დასაკლებად სხვადასხვა დიეტას იცავს.

ყველი ჩეჩილი ხარისხიანი ცილის წყაროა. მასში შედის კალციუმი და ფოსფორი, რომლებიც ძვლების გამაგრებას ხელს უწყობენ. დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ასეთი ყველი სახლის პირობებში.

ყველი ჩეჩილი

ინგრედიენტები:

  • 4 ლ სახლის რძე
  • 8 ლ წყალი
  • 1 ჩ/კ ლიმონის მჟავა
  • 1 გრ ქიმოზინი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. რძე წყლის ორთქლზე 38 გრადუსამდე შეათბეთ. სასურველია, მუდმივად აურიოთ.

2. ლიმონის მჟავა ცოტა რძეში გახსენით და დანარჩენ რძეს დაუმატეთ.

3. ფერმენტი ქიმოზინი ცოტა რძეში გახსენით და დანარჩენ რძეს დაუმატეთ.

4. რძეს ხის კოვზით კარგად აურიეთ.

5. ქვაბი ყველიანი მასით თბილ ადგილას 1 საათით გააჩერეთ. შეგიძლიათ შეფუთოთ.

6. კიდევ ერთხელ სუსტ ცეცხლზე შეათბეთ. 5 წუთი საკმარისი იქნება.

7. ყველის მასა კუბებად დაჭერით და წყალი გადაასხით. 30 წუთით გააჩერეთ. სანამ ყველი გრილდება, მეორე ქვაბში წყალი 75 გრადუსამდე გააცხელეთ.

8. გაცხელებული წყალი თასში ჩაასხით და აქ ყველი მოათავსეთ. ყველს ორი ხის კოვზით მაქსიმუმ 15 წუთით აურიეთ.

9. ამის შემდეგ რეზინის ხელთათმანები გაიკეთეთ და ყველის გაწელვა დაიწყეთ, პერიოდულად ყველი წყალში ჩადეთ. ამასთან წყლის ტემპერატურა 75 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს. თუ წყალი გაგრილდა – ცხელი წყალი დაუმატეთ.

10. მუდმივად ყველის გაწელვიდან ძაფების ფორმირებაზე გადადით. როცა ყველის ძაფები საჭირო ფორმას მიიღებს, წინასწარ მომზადებულ ოთახის ტემპერატურის მარილწყალში მოათავსეთ. ერთ ლიტრ ასეთ წყალზე 200 გრ მარილი დაგჭირდებათ.

11. ყველი ერთი დღე მარილწყალში გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და ძაფებიდან ნაწნავები გააკეთეთ. ყველი შეგიძლიათ ასეთი სახით მიიღოთ ან სახლის პირობებში შებოლოთ.

სახლის პირობებში ყველის მომზადება არც ისეთი რთული საქმე აღმოჩნდა. მთავარია, მხოლოდ სახლის რძე გამოიყენოთ. მაღაზიის რძით დიდი ალბათობით უბრალოდ დროს დაკარგავთ.

მზა ყველი მაცივარში 60 დღე ინახება. ბავშვებს ასეთი ყველი უჩვეულო გარეგნობის გამო უყვართ. უფროსებითვის ლუდის იდეალური მისაყოლებელი, სალათების და ბუტერბროდების გასაფორმებელი და ყველის თეფშის ხიბლია.