როგორ მოვამზადოთ ქათამი სოიოს სოუსში

1420
Raw chicken, vegetables and spices over grunge black table. Top view

ნებისმიერ ადამიანს ერთხელ მაინც გაუსინჯავს ქათმი. ამ ფრინველის ხორცისგან მზადდება უმარავი კერძი. ის შეგძლიათ შეწვათ ბოსტნეულთან ერთდ, მოხარშოთ და გამოაცხოთ. მთავარია საბოლოოდ მიიღოთ წვნიანი და ნაზი ხორცი.

მშრალი ხორცი – ღუმელში მომზადებული ქათმის ხშირი პრობლემაა. მაგრამ ჩვენი რედაქცია არ ნებდება და დღეს გაგიზიარებთ საოცრად წვნიანი ქათმის ხორცის მომზადების რეცეპტს.

ეს შეეგი წკირების, ღუმელში არსებული წყლის და სოიოს სოუსის დამსახურებაა, რომელიც მარილის ფუნქციას შეასრულებს და ხორცს გამოშრობის საშუალებას არ მისცემს.

ქათამი სოიოს სოუსში

ინგრედიენტები

  • 1 დიდი ქათამი
  • 100გ კეჩუპი
  • 100გ კეჩუბი ბარბექიუ
  • 10 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • ნახევარი ლიმონი
  • ჯანჯაფილი გემოვნებით
  • 1 ჩაის კოვზი აჯიკა

მომზადება

1.შეამზადეთ ქათამი: გარეცხეთ და სამზარეულოს ხელსახოცით გაამშრალეთ.

2.აიღეთ ხის წკირები და კარგად დაჩხვლიტეთ ქათამი.

3.წვრილად დაჭერით ნიორი, გამოწურეთ ლიმონი, გახეხეთ ჯანჯაფილი. ჩამოთვლილ ინგრედიენტებს დაუმატეთ ორივე სახის კეჩუპი, სოიოს სოუსი, შაქარი და აჯიკა. აიღეთ 2/3 მიღებული მარინადის და კარგად წაუსვით ქათამს.

4.მარინადში ამოვლებული ქათამი 1 საათი მაცივარში მოათავსეთ. ფრთებს და ბარკლებს შემოაკარით ფოლგა.

5.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ძირზე მოათავსეთ ერთი ჭიქა წყალი. ამ მეთოდის მეშვეობით თქვენი ქათამი საოცრად წვნიანი იქნება.

6.ქათამი გამოაცხვეთ შუშის ჭურჭელში 40 წუთი, ხოლო შემდეგ მას დარჩენილი სოუსი წაუსვით. გააგრძელეთ მისი ცხობა კიდევ 20 წუთი.

7.მიირთვით და ისიამოვნეთ!

ქათამი გამოდის შიგნიდან საოცრად რბილი, ხოლო გარედან სასიამოვნოდ ხრაშუნა. მერწმუნეთ დახარკული დრო და ძალა მიღწეულ შედეგად ნამდვილად ღირს.

თუ ჩემსსავით ძალიან გიყვართ ბარკლები, მაშინ მთლიანი ქათმის ნაცვლად მხოლოდ ეს ნაილი მოამზადეთ იგივე მეთოდით.